This is a specific ad

რა ცვლილება ამოქმედდა მძღოლებისთვის 3 ივნისიდან?

43

Another advertisement

„ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის” თავმჯდომარის ვაჟა იორდანიშვილის ინფორმაციით, ტექინსპექტირების მიმართულებით ამოქმედებული ცვლილებების შედეგად, გასულ თვეში მიმართვიანობა 20%-ით გაზარდა.

როგორც იორდანიშვილმა აღნიშნა, მათ შორის საუბარია, განმეორებითი ტექისნპექტირებაზე საფასურის დაწესებაზე, ასევე ვადების შემცირებაზე.

კერძოდ, როგორც ვაჟა იორდანიშვილმა განაცხადა, ავტომობილის დახარვეზების შემთხვევაში განმეორებითი ინსპექტირებისთვის, მძღოლს 30 დღის ნაცვლად 10-დღიანი ვადა ექნება. ეს ცვლილება 2023 წლის 3 ივნისიდან ამოქმედდა.

„2023 წლიდან მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა როგორც ტექნიკურ რეგლამენტში, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ის ცვლილებები, რაც შეეხებოდა ტექინსპექტირების მიმართულებით, ეს იყო განმეორებით ტექინსპექტირების საფასურის დაწესება, განმეორებითი ინსპექტირების დახარვეზების შემდეგ, ვადები შემცირდა 30 დღიდან 10- დღემდე და გარდა ამისა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ჯარიმების ოდენობა გაიზარდა.

ასე რომ, ამ ღონისძიებებმა, გარკვეულწილად, გააჩინა მოლოდინი, რომ ის სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც გადაადგილდებოდნენ ტექინსპექტირების გარეშე ან მუდმივად იხდიდნენ საფასურს და იგრძელებდნენ გზაზე მოძრაობის საშუალებას ისე, რომ ტექნიკურად გაუმართავი იყო ავტომობილი, ეს ორივე მხრიდან ჩაიკეტა და ამან გარკვეულწილად წინა თვეს მოგვცა ის შედეგი, რომ, დაახლოებით, 20%-იანი მატება იყო მომართვიანობის. შემდგომში დავაკვირდებით რა იქნება, ეს იყო მძღოლების პირველი შიშის ეფექტი თუ გაგრძელდება ეს ტენდენცია.

თქვენ იცით, რომ რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა საკმაოდ დიდი -1 600 000-ია, ტექინსპექტირებას გადის 800 000 ერთეული სატრანსპორტო საშუალება. ვინც არ დადიოდა გამართული ავტომობილით, სავარაუდოდ, მათ მოუწევთ ავტომობილის გამართვა”,- განაცხადა ვაჟა იორდანიშვილმა.მისივე თქმით, ტექინსპექტირებისას დახარვეზების მაჩვენებელი არის, დაახლოებით, 200 ათასზე მეტი.

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
Lukaşenko: “Belarusdakı atom silahı Yaponiyaya tətbiq ediləndən 3 dəfə güclüdür”
Öncəki yazı
İyunun 15-nə olan rəsmi valyuta məzənnəsi