This is a specific ad

რა ფასად იქირავებთ ბინას თბილისის უბნებში – უახლესი სტატისტიკა

49

Another advertisement

კვლევითი ორგანიზაცია “Galt & Taggart” უახლეს მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც დედაქალაქში საშუალო ზომის ბინის, 1 კვ.მ. ფართის გაქირავების საშუალო მაჩვენებელი 9.8 აშშ დოლარია. ამ შედეგებზე დაყდნობით შეიძლება ითქვას, რომ ქირის ფასი დასტაბილურებას განაგრძობს 2022 წლის პიკის შემდეგ. მაგალითისთვის 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში ზემოაღნიშნული მაჩვენებელი 11.4 დოლარს უტოლდებოდა.

ტრადიციულად, ყველაზე ძვირად ბინები ვაკესა და მთაწმინდაზე ქირავდება, ყველაზე იაფად კი სამგორში. უფრო დეტალურად უბნების მიხედვით სტატისტიკა ასე გამოიყურება (აშშ დოლარი):

  • ვაკე – 15.1 დოლარი
  • მთაწმინდა – 13.7 დოლარი
  • საბურთალო – 11.6 დოლარი
  • კრწანისი – 10.8 დოლარი;
  • ჩუღურეთი – 10.5 დოლარი;
  • ისანი – 10.1 დოლარი;
  • დიდუბე – 9.3 დოლარი;
  • ნაძალადევი – 8.9 დოლარი;
  • გლდანი – 8 დოლარი;
  • დიდი დიღომი – 8 დოლარი;
  • სამგორი – 7.7 დოლარი;
  • ვაშლიჯვარი – 7.7 დოლარი.
Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Rustavidə qanunsuz balıq ovu faktı aşkarlanıb
Öncəki yazı
რომელი ქვეყნის ტურისტები ხარჯავენ საქართველოში ყველაზე მეტს?