This is a specific ad

რა უშლის ხელს სიმაღლეში ზრდას და რა უნდა იცოდეს მშობელმა?

13

Another advertisement

როგორ იცვლება ბავშვის ზრდის ტემპი ასაკის მიხედვით, რით არის გამოწვეული ზრდის პრობლემები და სად უნდა ვეძებოთ მიზეზები, რამდენად არის სიმსუქნე და წონის დეფიციტი ენდოკრინული პრობლემა – ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პედიატრიული პრივატ კლინიკის ენდოკრინოლოგინატა იმედაშვილიგვესაუბრება. – ბავშვის ორგანიზმი მოზრდილისგან იმით განსხვავდება, რომ იგი განუწყვეტლივ იზრდება და ვითარდება. ზრდა განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან იწყება და სქესობრივი მომწიფების დასასრულს მთავრდება. ბავშვის სიმაღლის ზრდის ინტენსივობა და მისი საბოლოო დონე დამოკიდებულია გენეტიკურ ფაქტორზე, რომელიც მჭიდრო კავშირშია ენდოკრინულ სისტემასთან. ზრდის პროცესში მონაწილეობს ჰორმონთა მთელიგუნდი (ჰიპოფიზის, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლის, სასქესო, კალციუმის მარეგულირებელი ჰორმონი). თითოეულს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის. გარდა გენეტიკური და ენდოკრინული ფაქტორებისა ზრდაში დიდ როლს ასრულებს გარემო პირობები: კვება, კლიმატი, წელიწადის დრო, ფიზიკური აქტივობა, სოციალური პირობები და სხვა,

ზრდის ტემპი განსაკუთრებით მაღალია მუცლადყოფნის პერიოდში. დაბადების შემდგომ ტემპი ასაკის მატებასთან ერთად თანდათანობით მცირდება. პირველი წლის განმავლობაში ახალშობილი საშუალოდ 25 სმ-ს იმატებს. წლის პირველ მეოთხედში სიგრძის ნამატი ყოველთვიურად არის 3 სმ, მეორე მეოთხედში – 2,5 სმ. მესამე მეოთხედში – 2 სმ. და მეოთხე მეთხედში – 1 სმ. 1 წლის მერე ზრდის ტემპი უფრო ნელდება. ახალშობილი თავდაპირველ სიგრძეს 4 წლის ასაკში აორმაგებს და 12 წლის ასაკში ასამმაგებს.ზრდის პრობლემები, კერძოდ ტანდაბლობა შეიძლება იყოს როგორც ენდოკრინული გენეზის, ასევე არაენდოკრინული. ენდოკრინული დარღვევებით გამოწვეული ტანდაბლობა მხოლოდ 3-4%-ს შეადგენ

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
სამშობლოში დაბრუნებულ 200-მდე მიგრანტს გადაეცემა გრანტი, რაც შემოსავლის წყაროს შექმნაში დაეხმარება – რა უნდა იცოდეთ ამ პროგრამაზე?
Öncəki yazı
Tesla უკვე აწარმოებს Model 3 და Model Y-ს 40 წამზე ნაკლებ დროში.