This is a specific ad

რა უნდა ვიცოდეთ ცნობილ დიეტაზე, რომელსაც 18 საათიან ინტერვალურ შიმშილს ეძახიან – რა გვერდითი ეფექტები აქვს და რამდენ ხანს შეიძლება მისი დაცვა: ინტერვიუ ნატა გაგუასთან.

97

Another advertisement

ბოლო დროს 18-სა­ა­თი­ა­ნი დი­ე­ტა ჩვენ­ში ერ­თგვა­რად ტრენ­დუ­ლი გახ­და. ადა­მი­ა­ნე­ბი მისი დახ­მა­რე­ბით ცდი­ლო­ბენ, წო­ნა­ში და­იკ­ლონ. რო­დე­საც ამ დი­ე­ტას ვირ­ჩევთ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვი­ცო­დეთ, რე­ა­ლუ­რად რას­თან გვაქვს საქ­მე, რამ­დე­ნად სა­სარ­გებ­ლოა ის, რა გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი ახ­ლავს და რამ­დენ ხანს შე­იძ­ლე­ბა მისი დაც­ვა, – ამა­ზე ექი­მი-ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გი ნატა გა­გუა გვე­სა­უბ­რე­ბა. “18-სა­ა­თი­ან დი­ე­ტას ინ­ტერ­ვა­ლურ შიმ­შილს ეძა­ხი­ან. მისი მთა­ვა­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ისაა, რომ წო­ნის კლე­ბა ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის ხარ­ჯზე მოხ­დეს და არა კუნ­თო­ვა­ნი გან­ლე­ვის ხარ­ჯზე. კუნ­თო­ვა­ნი გან­ლე­ვით კლე­ბა ბევ­რი არას­წო­რად და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი დი­ე­ტის შე­დე­გია” – აღ­ნიშ­ნავს ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გი

❤️

Enter

You sent

18-სა­ა­თი­ა­ნი დი­ე­ტა დე­მენ­ცი­ას და სხვა­დას­ხვა რთუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრე­ვენ­ცი­ას ახ­დენ­სო… – ამას სიღ­რმი­სე­უ­ლი ანა­ლი­ზი სჭირ­დე­ბა. რა თქმა უნდა, არის ხალ­ხი, რომ­ლებ­მაც მო­ი­წეს­რი­გეს სახ­სრე­ბის, კა­ნის, კუჭ-ნაწ­ლა­ვის პრობ­ლე­მა. სულ არ უნ­დო­დათ წო­ნა­ში კლე­ბა, მაგ­რამ ჯან­მრთე­ლო­ბის სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მის გამო მო­უ­წი­ათ. ცხოვ­რე­ბის სტი­ლი შე­იც­ვა­ლეს. 18-სა­ა­თი­ა­ნი და 16-სა­ა­თი­ა­ნი შიმ­ში­ლის გარ­და ძი­ლის სა­კი­თხი მო­ი­წეს­რი­გეს, ფე­ხით სე­ირ­ნო­ბას მო­უ­მა­ტეს, წყლის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ზარ­დეს. ყვე­ლა­ფერ­ში კომ­პლექ­სუ­რი მიდ­გო­მაა გა­დამ­წყვე­ტი. ზო­გა­დად ასე­თი გან­ტვირ­თვა იმუ­ნი­ტე­ტის­თვი­საც სა­სარ­გებ­ლოა, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი დის­კომ­ფორ­ტის გამო ბევ­რმა ამას ვერ გა­უძ­ლო. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, არის კა­ტე­გო­რია, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბა გა­უ­ა­რეს­და. კეტო-დი­ე­ტა­ზე ზოგი მე­უბ­ნე­ბა, მე­ო­რედ და­ვი­ბა­დე, რა კარ­გი ყო­ფი­ლაო. ზოგი მე­უბ­ნე­ბა თირკმე­ლე­ბი და­ვი­ზი­ა­ნეო. ყვე­ლა­ფე­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია… – ყვე­ლა­ზე კარ­გად წო­ნა­ში ვინ იკ­ლებს? – ვინც მაქ­სი­მა­ლუ­რად ით­ვა­ლის­წი­ნებს ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გის თხოვ­ნას. ჯან­სა­ღად იკ­ვე­ბე­ბა, ფი­ზი­კუ­რად აქ­ტი­უ­რია, ძილი მო­ი­წეს­რი­გა, გა­მო­ის­წო­რა კვე­ბი­თი ჩვე­ვის მო­დე­ლი და გა­და­წყვი­ტა, რომ ეს მისი ცხოვ­რე­ბის წე­სია.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
მისტიური ნასოფლარი ყაზბეგში, სადაც 2002 წლიდან უკვე აღარავინ ცხოვრობს – რომელი გვარის ხალხი ცხოვრობდა ბურმასიგში, სადაც განსაკუთრებით მკაცრი კლიმატია.
Öncəki yazı
“სოფელშიც შეიძლება შეძლებულად იცხოვრო, ამას შრომა, დრო და გამოცდილება სჭირდება” – ახალგაზრდა წყვილი, რომელმაც თბილისი დატოვა და სოფლად გადასახლდა.