წლიურად ყველაზე მეტად ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება გაძვირდა. ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.კერძოდ, საქსტატის 2023 წლის ივლისის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება 40,2%-ით არის გაძვირებული.
„ გთავაზობთ, ინფორმაციას იმ ტოპ-10 მომსახურების/სერვისის შესახებ, რომელიც მოქალაქეებს წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად გაუძვირდა:
- ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება – 40,2%-ით;
 - ავტომობილის რეცხვის გადასახდელი – 32,6%-ით;
 - მეტროპოლიტენით მგზავრობა – 31,4%-ით;
 - დასწრება სპექტაკლზე – 30,9%-ით;
 - საბანკო მომსახურების ღირებულება – 27,9%-ით;
 - დასწრება კინოსეანსზე – 24,9%-ით;
 - ძიძის მომსახურების ღირებულება – 20,4%-ით;
 - მღებავის მომსახურება – 18,5%-ით;
 - სტომატოლოგის მომსახურება (კბილის დაბჟენა) – 15,1%-ით;
 - სპორტული წრის გადასახდელი – 14,4%-ით.
 
