This is a specific ad

რა რეჟიმით იმუშავებს უქმე დღეებში შემოსავლების სამსახური – განცხადებ

47

Another advertisement

2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის ჩათვლით დღეებში გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო გამშვები პუნქტები, ასევე გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას.

სამუშაო დროს გაწეული მომსახურებისთვის, საქართველოს მთავრობის N96 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების გაორმაგება არ მოხდება.

2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს მასშტაბით არ იმუშავებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები.

გთხოვთ, აღნიშნული გაითვალისწინოთ სერვისებით (მ.შ. ელექტრონული სერვისებით) სარგებლობისას.

ამასთან, 2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის ჩათვლით, სასურველი ინფორმაციის მისაღებად, 09:00 საათიდან – 18:00 საათამდე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის სერვისით “RS ჩათი“, დაუკავშირდეთ საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს 2 299 299 ან გამოიყენოთ ელექტრონული ფოსტა info@rs.ge“, – ნათქვამია განცხადებაში. 

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
რა რეჟიმით იმუშავებს უქმე დღეებში შემოსავლების სამსახური – განცხადება
Öncəki yazı
ქართული მინერალური წყლის პირველი საექსპორტო ბაზარი რუსეთია