This is a specific ad

რა იწვევს მეორე ტიპის დიაბეტს – უახლესი კვლევა

54

Another advertisement

მსოფლიოს მასშტაბით მეორე ტიპის დიაბეტი ნახევარ მილიარდზე მეტ ადამიანს აქვს. ჯერჯერობით უცნობია ის ზუსტი მიზეზი, თუ რა იწვევს ორგანიზმში ჰორმონ ინსულინის ფუნქციის ასეთ დარღვევას, რის გამოც სისხლში შაქრის დონის ბალანსი ირღვევა.

ახალმა კვლევამ შესაძლოა, ამას ნათელი მოჰფინოს.

ნაშრომის წამყვანმა ავტორმა, ჯონათან სტემლერმა, S-ნიტროსილაციისნ სახელით ცნობილი პროცესი აღმოაჩინა, რა დროსაც აზოტოვანი ოქსიდი უნივერსალურ გადამტან მოლეკულად იქცევა. ის უჯრედებს შორის ინფორმაციის მიმოცვლას უწყობს ხელს და თითქმის ყველა ტიპის ქსოვილში წარმოიქმნება. მას დიდი როლი აქვს როგორც ნერვული და იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში, ასევე სისხლძარღვების გაფართოებაში.

ზემოხსენებული პროცესის დარღვევა პარკინსონთან, გაფანტულ სკლეროზთან, ნამგლისებრ უჯრედოვან დაავადებასთან და ასთმასთან ასოცირდება. ბოლო დროს კი ის მეტაბოლიზმის გარკვეულ ასპექტებთანაც დააკავშირეს. მეცნიერთა გუნდი აქამდეც ვარაუდობდა, რომ ამ სიაში დიაბეტიც უნდა ყოფილიყო, ახლა კი აღნიშნული ჰიპოთეზის განსამტკიცებელი მიგნება აქვთ.

კერძოდ, მათ ახალი ფერმენტი აღმოაჩინეს, რომელსაც SCAN ეწოდება და ის აზოტოვან ოქსიდს სამიზნე ცილებზე მიმაგრებაში ეხმარება, მაგალითად, ინსულინის რეცეპტორებზე. ინსულინის მიმართ რეზისტენტულ ადამიანებსა და თაგვებში ეს ფერმენტი ჩვეულებრივზე მეტადაა გააქტიურებული, მისი გაუვნებლებისას კი ცხოველებში ტიპური სიმპტომები აღარ ვლინდება.

ეს მიანიშნებს, რომ შესაძლოა, მეორე ტიპის დიაბეტის ჩამოყალიბებაში აზოტოვანი ოქსიდის სიუხვე მნიშვნელოვან როლს ასრულებდეს. სპეციალისტები ამბობენ, რომ, არაა გამორიცხული, SCAN-ის დაბლოკვით ამ დაავადებასთან შეწინააღმდეგების ახალი გზა მოვნახოთ.

Kateqoriya: Cinayət
Sonrakı yazı
მძიმე ავარია ხობში – არის მსხვერპლი
Öncəki yazı
მარნეულელი სპორტსმენის კოტე კაპანაძის მორიგი წარმატება