This is a specific ad

რა თანხა შევიდა ბიუჯეტში უბილეთო მგზავრობაზე გამოწერილი ჯარმებიდან/

47

Another advertisement

2023 წლის იანვარ-ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უბილეთო მგზავრობაზე გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა 162%-ით გაიზარდა. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, წელს 7 თვეში უბილეთო მგზავრებზე 2,430,282 ლარის ჯარიმა გამოიწერა, 2022 წლის იანვარ-ივლისში – 927,654 ლარის. ამასთან, გაზრდილია ზოგადად სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს 7 თვეში ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 201,536 მლნ ლარი შევიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში – 146,403 მლნ ლარი. ცნობისათვის, თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი – 40 ლარი.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
რა ეტაპზეა ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბების მშენებლობა აგვისტოს მდგომარეობით?
Öncəki yazı
რომელი ერის მიერაა შექმნილი ჩოხა და საიდან გავრცელდა ჩოხა-ახალუხი საქართველოში’