This is a specific ad

რა განცხადებას ავრცელებს გარემოს ეროვნული სააგენტო გურიის მხარეში სტიქიის საფრთხის დონის თაობაზე

48

Another advertisement

ოზურ­გე­თის და ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში, 9 სექ­ტემ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით, შე­ფას­და 18 ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი ობი­ექ­ტი, 19 და­სახ­ლე­ბა და 80 ოჯა­ხის სა­კარ­მი­და­მო ნაკ­ვე­თი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი. ასე­ვე, 35 ოჯახ­ზე გა­ი­ცა რე­კო­მენ­და­ცია გე­ო­ლო­გი­უ­რად მდგრად ად­გილ­ზე გა­დაყ­ვა­ნის შე­სა­ხებ. რო­გორც ცნო­ბი­ლია, 8 სექ­ტემ­ბერს, ღა­მის სა­ა­თებ­ში, გუ­რი­ის მხა­რე­სა და აჭა­რა­ში მო­სულ­მა უხვმა ნა­ლექ­მა მდი­ნა­რე­ებ­ზე წყლის დო­ნე­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ტე­ბა, პა­ტა­რა მდი­ნა­რე­ებ­ზე წყალ­მო­ვარ­დნე­ბი, ხოლო მთი­ან ზო­ნებ­ში მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბის ჩა­სახ­ვა-გა­აქ­ტი­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ მა­ღალმთი­ა­ნი გუ­რია, ბუ­ნებ­რი­ვი საფრ­თხე­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო 10-15 წლის მან­ძილ­ზე ერთ-ერთ რთულ მხა­რეს წარ­მო­ად­გენს. ამ ეტაპ­ზე სა­ა­გენ­ტოს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გუ­რი­ის მხა­რე­ში საფრ­თხის დონე სტი­ქი­ის პირ­ველ დღეს­თან შე­და­რე­ბით შემ­ცი­რე­ბუ­ლია. ასე­ვე, დღეს დი­ლი­დან გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა ვერ­ტმფრე­ნით შე­მოვ­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის რე­გი­ონ­ში, მდი­ნა­რე მა­გა­ნას წყალ­შემ­კრე­ბი აუ­ზის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით მდი­ნა­რის შე­გუ­ბე­ბი აღი­ნიშ­ნე­ბო­და. დათ­ვა­ლი­ა­ე­რე­ბის შე­დე­გად მდ. მა­გა­ნას ხე­ო­ბა­სა და მის შე­ნა­კა­დებ­ზე შე­გუ­ბე­ბე­ბი, ან რა­ი­მე ტი­პის მე­წყრულ გრა­ვი­ტა­ცი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის კვა­ლი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Türkiyədə “Kim milyonçu olmaq istəyir” müsabiqəsində milyonluq mükafat udulub
Öncəki yazı
ევროპელი ლიდერებიც უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან – რა უნდა თქვას ლიდერმა, რომელსაც სხვა ქვეყნის პრეზიდენტი თავზე დაუკითხავად დაადგება?!” – მდინარაძე ზურაბიშვილის ვიზიტზე