This is a specific ad

რა გავლენა ექნება ტრამპის გამარჯვებას საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებზე?

36

Another advertisement

დო­ნალდ ტრამ­პი კვლავ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტია. მან დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის კან­დი­დატ კა­მა­ლა ჰა­რისს დიდი უპი­რა­ტე­სო­ბით მო­უ­გო, გა­ი­მარ­ჯვა ისეთ შტა­ტებ­შიც კი, სა­დაც ტრა­დი­ცი­უ­ლად დე­მოკ­რა­ტე­ბი იგე­ბენ ხოლ­მე. რო­გორ იმოქ­მე­დებს ტრამ­პის გა­მარ­ჯვე­ბა აშშ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გამო უკი­დუ­რე­სად გა­უ­ა­რეს­და. “ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში” ტრამ­პის გა­მარ­ჯვე­ბა ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­დათ, თუმ­ცა რამ­დე­ნად რე­ლე­ვან­ტუ­რია ეს სი­ხა­რუ­ლი? ამ კი­თხვა­ზე გა­ზეთ “კვი­რის პა­ლიტ­რას” სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კი­თხთა ანა­ლი­ტი­კო­სი გი­ორ­გი გობ­რო­ნი­ძეს პა­სუ­ხობს:

 

– რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლო-აშშ-ის ურ­თი­ერ­თო­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ი­ჭი­რა ერთი მო­მენ­ტი, რომ ამე­რი­კის­თვის დღეს კავ­კა­სი­ა­ზე გა­ცი­ლე­ბით პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია ევ­რო­პა და ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი, სა­დაც ამ­ჟა­მად ორი აქ­ტი­უ­რი კრი­ზი­სია. გარ­და ამი­სა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ი­ნა­ხა ისიც, რომ რუ­სეთ­ზე ტრან­ზი­ტის შემ­ცი­რე­ბის გამო სა­ქარ­თვე­ლო­ში ტვირთბ­რუნ­ვა გა­ი­ზარ­და, შე­სა­ბა­მი­სად, გა­ი­ზარ­და მისი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი წო­ნაც და ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ” და­ი­წყო ვაჭ­რო­ბა და სცა­და ძა­ლა­უფ­ლე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი კონ­სო­ლი­და­ცია. აი, ეს მოხ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში.

დარ­წმუ­ნე­ბით იმა­ზე ლა­პა­რა­კი, რომ არ­ჩევ­ნე­ბი მას­შტა­ბუ­რად გა­ყალბ­და, რთუ­ლია, რად­გან ოპო­ზი­ცი­ის ძა­ლი­ან ბევრ ხარ­ვეზ­საც ვხე­დავ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში. ოპო­ზი­ცი­ამ იმის 30% გა­ა­კე­თა რე­ა­ლუ­რად, რაც უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა.მე­ო­რე სა­კი­თხია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­არ­ჩევ­ნოდ ძა­ლი­ან ბინ­ძუ­რი თა­მა­შის წე­სე­ბი შე­მოგ­ვთა­ვა­ზა, და­წყე­ბუ­ლი სრუ­ლი­ად არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი პო­ზი­ცი­ით ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, დას­რუ­ლე­ბუ­ლი ხალ­ხთან რეკ­ვი­თა და გი­ნე­ბით, გარ­კვე­უ­ლი ლი­დე­რე­ბის კი, 90-ია­ნე­ბის ტერ­მი­ნით რომ ვთქვათ, “და­პა­დი­ეზ­დე­ბით”. ეს ნორ­მა­ლურ და თავ­მოყ­ვა­რე ქვე­ყა­ნა­ში არ უნდა ხდე­ბო­დეს. თუ გაქვს არ­გუ­მენ­ტე­ბი, და­ჯე­ქი და ეკა­მა­თე ოპო­ზი­ცი­ას, მაგ­რამ რო­მე­ლი­მე ეთერ­ში ეს ორი ჯგუ­ფი ერ­თად არ მი­ნა­ხავს, ერ­თსაც თა­ვი­სი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი აქვს და იქი­დან ქა­და­გე­ბენ ცალ­მხრივ რე­ჟიმ­ში, მე­ო­რეს – თა­ვი­სი და ვცხოვ­რობთ ორ პა­რა­ლე­ლურ რე­ა­ლო­ბა­ში.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მე­სი­ჯ­ბოქსმა, რო­მე­ლიც, ჩემი აზ­რით, პა­რა­ნო­ი­დუ­ლი იყო, კი­დევ ერთხელ წარ­მო­ა­ჩი­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში სე­რი­ო­ზუ­ლი რე­ფორ­მის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა. გლო­ბა­ლურ ომის პარ­ტი­ა­ზე ლა­პა­რაკს და მსგავს რი­ტო­რი­კას ნამ­დვი­ლად არ უნდა ჰქო­ნო­და ის მხარ­და­ჭე­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, რაც თბი­ლი­სის გა­რეთ ჰქონ­და. არა­ფე­რი ქმე­დი­თი და რე­ა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ არ უთ­ქვამს, მხო­ლოდ ამ გი­ჟუ­რი რი­ტო­რი­კით მო­ი­გო. ოპო­ზი­ცი­ის­გა­ნაც ქმე­დი­თი და რე­ა­ლუ­რი არა­ფე­რი მოგ­ვის­მე­ნია. ისი­ნი მხო­ლოდ იმას გა­ი­ძა­ხოდ­ნენ, ჩვენ უზ­რუნ­ველ­ვყოფთ თქვენს ევ­რო­პულ მო­მა­ვალ­სო, და კა­ტას­ტრო­ფულ პი­არ­ნა­ბი­ჯებს დგამ­დნენ.

სა­ბო­ლო­ოდ ამ ყვე­ლაფ­რით ისარ­გებ­ლა “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ”, რო­მელ­მაც გა­ი­ფორ­მა გა­მარ­ჯვე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ოპო­ზი­ცი­ის მცდე­ლო­ბე­ბი­სა და აქ­ცი­ე­ბი­სა, რაღა და­გი­მა­ლოთ და, პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის ნიშ­ნებ­საც ვერ ვხე­დავ. სა­მა­გი­ე­როდ, ვხე­დავ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რო­გორ ცდი­ლობს და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებს შეს­თა­ვა­ზოს სა­კუ­თა­რი თავი და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი სო­უ­სით – არ ვართ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, სა­უ­დის არა­ბე­თიც არ არის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, მაგ­რამ ხომ არის თქვე­ნი პარტნი­ო­რი და რა იქ­ნე­ბა, ჩვენც ვი­ყოთ და აღი­ა­რეთ ჩემი ლე­გი­ტი­მუ­რო­ბაო. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ახლა ის მზად არის ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნიც კი გა­ა­უქ­მოს. მოკ­ლედ, აუ­ცი­ლებ­ლად ივაჭ­რე­ბენ ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბით და ამ ვი­თა­რე­ბა­ში ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­თვის შე­იძ­ლე­ბა ეს ყო­ფი­ლი­ყო კი­დეც მი­სა­ღე­ბი, რად­გან იქ სა­კი­თხებს უფრო რე­ა­ლის­ტუ­რად უყუ­რე­ბენ, მაგ­რამ კი­დევ სხვა პრობ­ლე­მაა – ტრამ­პის წინა ად­მი­ნის­ტრა­ცია ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ იმ­დენ­ჯერ გა­და­აგ­დო, მე­ეჭ­ვე­ბა, ეს ად­ვი­ლად და­ი­ვი­წყონ.

ანაკ­ლი­ის პორტთან და­კავ­ში­რე­ბით ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი ბახ­ტა­ძე იმ­ჟა­მინ­დელ სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვანს და ამ­ჯე­რად, სა­ვა­რა­უ­დოდ, თავ­დაც­ვის მო­მა­ვალ მდი­ვან მაიკ პომ­პე­ოს პირ­და­პირ ტე­ლე­კა­მე­რე­ბის წინ დაჰ­პირ­და, რომ ანაკ­ლი­ის პორ­ტში ჩა­ი­დე­ბო­და ამე­რი­კუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცია, ახლა კი რა ხდე­ბა? – იქ წარ­მოდ­გე­ნი­ლია ჩი­ნუ­რი ინ­ვეს­ტი­ცია და ინ­ტე­რე­სე­ბი… ტრამპს ჩი­ნე­თი­სად­მი რა მძი­მე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც აქვს, ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია. ჩვენ კი აი, ეს გა­ვა­კე­თეთ და რე­გი­ონ­ში შე­მო­ვათ­რი­ეთ ჩი­ნე­თი, რისი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაც რთუ­ლი იქ­ნე­ბა ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან ვი­თა­რე­ბის და­ლა­გე­ბა. არ ვიცი, გე­ოგ­რა­ფია რო­გორ იცი­ან ან გე­ო­პო­ლი­ტი­კა­ში რო­გორ ერ­კვე­ვი­ან ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კის ტვი­ნე­ბი, ვინც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში გვყვა­ნან, მაგ­რამ კარ­გად უნდა და­ფიქ­რდნენ, რა არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამე­რი­კის­თვის – კა­ნო­ნის გაწ­ვე­ვა-არ­გაწ­ვე­ვა თუ ჩი­ნე­თის ყოფ­ნა რე­გი­ონ­ში. კა­მა­ლა ჰა­რი­სის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში კა­ნო­ნის გა­უქ­მე­ბა შე­იძ­ლე­ბა შე­დე­გის მომ­ტა­ნიც ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის გუ­ლის მო­სა­გე­ბად ანაკ­ლი­ი­დან ჩი­ნე­თი უნდა გა­აგ­დონ, რაც, თა­ვის მხრივ, კი­დევ არა­ერთ საფრ­თხეს წარ­მო­შობს. რას ვა­კე­თებთ დიპ­ლო­მა­ტი­ა­ში, სად ჯან­და­ბა­ში მივ­დი­ვართ?! ტრამ­პი ამათ ანაკ­ლი­ის პორ­ტის სა­კი­თხში “გა­დაგ­დე­ბას” აუ­ცი­ლებ­ლად გა­უხ­სე­ნებს და ძა­ლი­ან მძი­მე დი­ა­ლო­გი ექ­ნე­ბათ. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
FİFA prezidenti Gürcüstana xüsusi səfər edəcək
Öncəki yazı
Yanacaqdoldurma məntəqələrində benzin və dizelin qiymətində artım müşahidə olunur