This is a specific ad

რატომაა საჭირო სისხლში D ვიტამინის დონის განსაზღვრა?

16

Another advertisement

D ვიტამინი – სიცოცხლისათვის აუცილებელი ნივთიერებაა. მისი უნიკალობა ისაა, რომ ის ერთდროულად არის ცხიმში ხსნადი ვიტამინი და ჰორმონისმაგვარი ნივთიერება. ჩვეულებრივ, D ვიტამინი ორგანიზმში ხვდება საკვებით (მაგალითად, თევზი, ბიოდანამატები, რძის პროდუქტები, კვერცხის გული) და ასევე გამომუშავდება კანში მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად. ქიმიური სტრუქტურის მიხედვით გამოყოფენ D ვიტამინის რამდენიმე ბუნებრივ ვარიანტს: D2 (ერგოკალციფეროლი – მცენარეული წარმოშობის ვიტამინი) და D3 (ქოლეკალციფეროლი, ორგანიზში ხვდება ცხოველური პროდუქტებიდან). D2 ფორმას, ჩვეულებრივ, შეიცავს გამდიდრებული საკვები პროდუქტები, პრეპარატები და ბიოდანამატები. D3 წარმოადგენს ორგანიზმის მიერ გამომუშავებულ ფორმას. მას ასევე შეიცავს საკვები დანამატები. ორგანიზმში მოხვედრილი პროვიტამინი გარდაიქმნება უნივერსალურ ფორმად 25-ОН ვიტამინ D-დ. D ვიტამინის 25-ОН ფორმა ითვლება ორგანიზმის D ვიტამინით გაჯერების ძირითად მარკერად. ეს ფორმა სტაბილურია, საკმაოდ დიდხანს ცირკულირებს სისხლში და ასახავს ორგანიზმში D ვიტამინის ყველა მეტაბოლური ვარიანტის გარდაქმნას. D ვიტამინის ძირითად როლს წარმოადგენს კალციუმის, ფოსფორისა და მაგნიუმის დონის რეგულაცია, ეს ვიტამინი აუცილებელია ძვლების სიჯანსაღისა და სიძლიერისთვის, კუნთების ტონუსისთვის. დამტკიცებულია, რომ ქოლეკალციფეროლის ნორმალური დონე მოქმედებს ორგანიზმის ქსოვილების ზრდასა და განვითარებაზე, მნიშვნელოვანია სრულფასოვანი იმუნური პასუხისათვის, ამცირებს აუტოიმუნური დაავადებების განვითარების რისკს.D ვიტამინი ითვლება ონკოპროტექტორად – ნივთიერებად, რომელიც ხელს უშლის უჯრედების სიმსივნურ ტრანსფორმაციას. ვინ განიცდის D ვიტამინის ნაკლებობას: ხანდაზმული ადამიანი; ჭარბი წონის მქონე ადამიანი; ისეთ ადგილებში მცხოვრები, სადაც ნაკლებია მზიანი დღეები ან მათ, ვისაც სხეული სრულად აქვს დაფარული სამოსით; ადამიანები, რომლებიც არაჯანსაღად, ერთფეროვნად იკვებებიან

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Polşada Gürcüstan vətəndaşı saxlanılıb
Öncəki yazı
ახალგაზრდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა…