This is a specific ad

რამ გამოიწვია ინტერნეტის მიწოდების შეფერხება – “მაგთი” განცხადებას ავრცელებს

19

Another advertisement

მაგთიკომი განცხადებას ავრცელებს:

“27 იანვარს მაგთიკომის მობილური და ფიქსირებული ინტერნეტის სერვისებზე დაფიქსირდა შეფერხება.

გაცნობებთ, რომ მაგთიკომის ინტერნეტ შეერთება საქართველოში გადაზღვეული არხებით შემოდის ევროპიდან. 27 იანვარს დაზიანება დაფიქსირდა თურქეთის ტერიტორიაზე, სადაც დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო ვერ ხერხდება პარტნიორი კომპანიის ტექნიკური ჯგუფების დაზიანების წერტილამდე მისვლა.
რაც შეეხება სარეზერვო მაგისტრალური არხის დაზიანებას, 27 იანვრის 21:21-ზე საქართველოს მხარეს, აჭარის ტერიტორიაზე, დაფიქსირდა სამ წერტილში საეჭვო დაზიანება (გადაცემულია სამართალდამცავ ორგანოებზე).

მაგთიკომის ტექნიკური ჯგუფი საგანგებო რეჟიმში მუშაობდა პრობლემების აღმოსაფხვრელად და 28 იანვრის 01:54-ზე სრულად აღმოიფხვრა სამივე დაზიანება.

ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის”.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
MSK sədri və üzvləri xidməti silah gəzdirmək hüququna malik olacaqlar
Öncəki yazı
Erməni ekspert-Paşinyanla bağlı qərar verilib, Putin artıq Ermənistan hakimiyyətinə dözməyəcəyinə dair qərar verib