This is a specific ad

რამდენმა უცხოელმა მიიღო საინვესტიციო და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა საქართველოში

52

Another advertisement

საქართველოში 2014 წლიდან 2023 წლის ჩათვლით 1 537 საინვესტიციო და 21 197 მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა გაიცა – ამის შესახებ აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ რომან გოცირიძისთვის სადეპუტატო კითხვის საპასუხოდ გაგზავნილ წერილში. ცნობისათვის, კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის უფლებას იღებს ის უცხოელი, რომელიც ქვეყანაში 300 000 დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. აღნიშნული ნორმა ქვეყანაში 2019 წლიდან მოქმედებს, მანამდე კი ამ ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო იყო 300 000 ლარის ინვესტიცია. ამასთან, 2019 წლიდან აღნიშნული ნებართვის გაცემა შესაძლებელია მაშინაც, თუ პირი საქართველოში ფლობს საკუთრებას უძრავ ნივთზე, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 300 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში. შესაბამისად, 2019 წლის 5 ივლისამდე 300 000-ლარიანი ინვესტიციის სანაცვლოდ სულ 566 საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გაიცა, ხოლო ცვლილებების შემდეგ, ანუ 2019 წლიდან 2023 წლის 16 აგვისტომდე – 971 ნებართვა.თუ საინვესტიციო ბინადრობის მისაღებად საჭიროა 300 000 დოლარის ინვესტიციის განხორციელება, 2019 წლის ცვლილებების შესაბამისად, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად აუცილებელია ქვეყანაში უცხოელი ფლობდეს 100 000 დოლარის ღირებულების ქონებას. მანამდე ეს ნორმა მხოლოდ 35 000 დოლარს შეადგენდა. შესაბამისად, 2015 წლის 15 ივნისიდან 2019 წლის 5 ივლისამდე 35 000 დოლარის ღირებულების უძრავი ქონების სანაცვლოდ, გაიცა 10 595 ნებართვა, 2019 წლის 5 ივლისიდამ 2023 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით კი 10 602 ნებართვა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
სადა ხარ, ჩემო სულიკო?!” – ვინ იყო “სულიკო” სინამდვილეში? – ტრაგიკული ისტორია, რომელიც ცოტამ თუ იცის
Öncəki yazı
“ეს რეალური პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობაა” -ვიოლა ფონ კრამონი პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე