This is a specific ad

რამდენი უქმე დღე დარჩა 2023-2024 სასწავლო წლის დასრულებამდე და რომელ დღეებში დაისვენებენ სკოლები

57

Another advertisement

სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. მეორე სემესტრი კი 15 იანვრიდან განახლდება. 2023-2024 სასწავლო წლის დასრულებამდე ოფიციალურად უქმე დღეებია: 7 იანვარი – შობა 19 იანვარი – ნათლისღება 3 მარტი – დედის დღე 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე 9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე. 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე 12 მაისი – ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე. 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საგაზაფხულო არდადეგები კი ოფიციალურად 8 მარტიდან დაიწყება და 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. ოფიციალურად, სააღდგომო დღეებში დასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე. წელს აღდგომა 5 მაისსაა. შესაბამისად, მოსწავლეები 3 მაისიდან 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ. 2023-2024 სასწავლო წელი ოფიციალურად 15 ივნისს მთავრდება. თუმცა, მე-12 კლასი 20 მაისს, პირველი კლასი კი – 27 მაისს დაასრულებს სწავლას. თუ აღნიშნული თარიღები უქმე დღეს დაემთხვევა, მაშინ სწავლა წინა სამუშაო დღეს სრულდება. 2024 წელს 15 ივნისი შაბათ დღეს ემთხვევა, შესაბამისად სასწავლო წელი 14 ივნისს დასრულდება.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
რა შეიძლება აღმოჩნდეს ცუდი განწყობის მოულოდნელი მიზეზი
Öncəki yazı
რუსი პროპაგანდისტის შეხვედრა სტუდენტებთან ოკუპირებულ აფხაზეთში