რამდენმა აბიტურიენტმა მოიპოვა გასულ წლებში უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების უფლება და რა რაოდენობის გრანტი გაიცა – სტატისტიკური მონაცემები
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო და კვლავ მიმდინარეობს. საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სტატისტიკურ მონაცემებსაც გაგვიზიარებს. ყოველწლიურად დარეგისტრირებული აბიტურიენტების გარკვეული რაოდენობა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების უფლებას ვეღარ მოიპოვებს. გრანტებიც განსაზღვრულ რაოდენობაზე გაიცემა. ვიდრე 2024 წლის გამოცდების შედეგებს გავიგებთ, გადავხედოთ წინა წლების სტატისტიკას – რამდენმა აბიტურიენტმა მოიპოვა უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების უფლება და რა რაოდენობის გრანტი გაიცა:
2023 წელი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2023 წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების უფლება 34 800-ზემეტმაგამოსაცდელმა მოიპოვა, რაც რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 77 %-ია.
2023 წელსდაფინანსდა 12 000-ზემეტიგამოსაცდელი. სახელმწიფო გრანტი 6 540-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა. აქედან – 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1 000-ზე მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი – 1 450-ზე მეტმა გამოსაცდელმა, 50%-იანი გრანტი კი – 4 080-ზე მეტმა აბიტურიენტმა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 5 500-ზე მეტი გამოსაცდელი.
2022 წელი
2022 წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების უფლება 32 100-ზე მეტმა გამოსაცდელმა მოიპოვა, რაც რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 77%-ზე მეტს შეადგენს. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 550-მდე გამოსაცდელმა. 100%-იანი გრანტი მიიღო 1 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა, 70%-იანი – 1 500-მდე; 50%-იანი გრანტი კი – 4 000-ზე მეტმა გამოსაცდელმა.
2021 წელი
2021 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება 29362– მა აბიტურიენტმა მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდებზე რეგისტრირებულიაბიტურიენტების 76%-ზემეტიგახდასტუდენტი.
სახელმწიფოგრანტიგადანაწილდა 6500-ზემეტსტუდენტზე,სახელმწიფოსმიერსრულადდაფინანსებულსაგანმანათლებლოპროგრამებზეკისწავლა 4200-ზემეტმააბიტურიენტმა გააგრძელა.
2020 წელი
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ საარქივო ინფორმაციაში ვკითხულობთ, 2020 წელს უმაღლეს დაწესებულებებში სწავლა 29 614 აბიტურიენტმა გააგრძელა. სახელმწიფო გრანტი 6550-მდე გამოსაცდელმა მოიპოვა, ამათგან 100%-იანი დაფინანსება მიიღო 1000-ზე მეტმა, 70%-იანი დაფინანსება – 1500-მდე, 50%-იანი გრანტი კი 4000-ზე მეტმა აბიტურიენტმა დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, რაც რეკორდული რაოდენობაა. 2023 წელს45 000-ზემეტიაბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული.
- 2022 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებისათვის 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა;
- 2021 წელს – 38 300-ზე მეტი აბიტურიენტი;
- 2020 წელს – 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი;
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გვითხრეს, ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისიდან პირველადი შედეგები ეტაპობრივად გამოქვეყნება.