This is a specific ad

რამდენად საშიშია თეთრი ნალექი და ნადები, რომელსაც ჩაიდანი იკეთებს და როგორ შეიძლება ვებრძოლოთ მას

58

Another advertisement

რეალურ სამყაროში ადამიანის სიცოცხლეს მრავალი ფაქტორი უქმნის საფრთხეს. კარგად თუ ჩავუღრმავდებით და შევისწავლით ამ პრობლემებს, აშკარად აღმოვაჩენთ, რომ ყოველდღიურად ადამიანის ჯანმრთელობას დიდ საფრთხეს უქმნის ნადები ჩაიდანში. ის სიცოცხლისათვის საშიშ ნივთიერებებს არ მიეკუთვნება, მაგრამ არ არის სასურველი, რომ ადამიანის ორგანიზმში მოხვდეს – ამის შესახებ გადაცემაში “ნამდვილი ექიმები” თსსუ-ის პირველი საუნივესისტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა ისაუბრა.

წყალი, რომელიც ონკანში მოდის, ხისტია. ეს იმას ნიშნავს, რომ მასში დიდი რაოდენობითაა მინერალები. როდესაც წყლი დუღდება, მინერალების გამოკრისტალება და დალექვა ხდება და შეერთებისას, მყარი ფენა წარმოიქმნება, რასაც ნადები ჰქვია. ეს არ არის საშიშ მიკროელემენტთა სისტემა, რომელმაც შეიძლება, დაავადება გამოიწვიოს. ძირითადად, ხისტ წყალში დიდი რაოდენობით კალციუმი და მაგნიუმის მარილები შედის. რა თქმა უნდა, ის სიცოცხლისათვის საშიშ ნივთიერებებს არ მიეკუთვნება, მაგრამ არ არის სასურველი, რომ ადამიანის ორგანიზმში მოხვდეს. მაგრამ, თუ ის ფინჯანში მაინც მოხვდა, ნუ შეგვეშინდება, ჯანმრთელობისთვის საშიში პროცესი არ წარმოიქმნება.

ამ ბაქტერიების უმრავლესობას არ შეუძლიათ, დაავადება გამოიწვიონ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ასეთი ბაქტერიები, თუ ადამიანის ორგანიზმში დიდი რაოდენობით არ მოხვდება, ორგანიზმს შეუძლია, სრულიად უვნებლად მოინელოს. მაგრამ, სამზარეულოს ნარევში ხშირად ხვდება ისეთი ბაქტერიები, როგორებიცაა, ლეგიონელა, ლისტერია და ასე შემდეგ, რომლებიც შესაძლოა, ნესტიან გარემოში გამრავლდნენ, კონსოლიდაცია განიცადონ და ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შედეგად, უმეტესწილად, დაავადება გამოიწვიონ.

ექიმმა იმაზეც ისაუბრა, როორ უნდა ვებრძოლოთ ნადებს:

ასევე შეგიძლიათ, ლიმონის წვენიც გამოიყენოთ პროპორციით ¾ წყალი – 1/3 ლიმონის წვენი. ჩაასხით ნაზავი ჩაიდანში, დააყოვნეთ 1 საათი და წამოადუღეთ. წამოდუღების შემდეგ, აუცილებლად უნდა გადავღვაროთ, გამოვრეცხოთ და ისე გამოვიყენოთ.

 

ასევე შეგვიძლია, ჩაიდანში საკვები სოდა მოვათავსოთ, მცირე წყალთან ერთად წამოვადუღოთ. სასურველია, ნებისმიერი მსგავსი პროცედურის შემდეგ, ჩაიდანში, გამოყენებამდე, კიდევ ერთხელ ავადუღოთ წყალი, რომ მაქსიმალურად გამოირეცხოს. იგივე შეგვიძლია, აბაზანების შემთხვევაშიც გამოვიყენოთ – განაცხადა რატიანმა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
İstanbuldakı kilsəyə hücumu İŞİD üzərinə götürdü
Öncəki yazı
Ge • Az მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 2023 წლის სოფლის მხარდამჭერის პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა პროექტი განხორციელდა