Another advertisement
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სომხეთში ვიზიტის შემთხვევაში შესაძლოა დააკავონ.
QafqazTürk.com უცხოურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამის მიზეზი სომხეთის ოფიციალური გაწევრიანება იყო ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში და დღეიდან ქვეყანაში რომის სტატუტი ძალაში შევა.
აღსანიშნავია, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასული წლის მარტში გასცა.
კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციისთვის მნიშვნელოვანია სომხეთის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში შესვლას არ ჰქონდეს დე იურე (დე იურე — იურიდიული თუ დიპლომატიური აღიარება) და დე ფაქტო უარყოფითი გავლენა ორმხრივ ურთიერთობებზე.