This is a specific ad

პროფსასწავლებლებში სტუდენტების რაოდენობა იზრდება – რა პროფესიებზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა

44

Another advertisement

საქართველოში პროფესიულ სასწავლებლებზე მოთხოვნა იზრდება. საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს წინა წელთან შედარებით მოიმატა როგორც ახლადჩარიცხულთა რაოდენობამ, ასევე კურსდამთავრებულების რიცხვმაც. უფრო კონკრეტულად, 2022 წელს საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებში, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 14 103 სტუდენტი, 2021 წელს კი 11 204. რაც შეეხება კურსდამთავრებულებს, შარშან პროფსასწავლებლები 7 605-მა სტუდენტმა დაამთავრა, 2021 წელს კი 6 775-მა. „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ Top-5 სპეციალობას, სადაც 2022 წელს ყველაზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა ინჟინერია, წარმოება, მშენებლობა – 3 284 მომსახურებები – 2 877 ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა – 2 178 ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები – 1 815 ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი – 1 789 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში სულ 94 ერთეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებაა, აქედან 52 არის კერძო, 42 კი საჯარო. ამასთან, 94 დაწესებულებიდან, 67 არის პროფესიული კოლეჯი, 19 – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, 8 კი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Cozef Borell bu gün ilk dəfə Gürcüstana gələcək
Öncəki yazı
როგორი უნდა კვება ნაღვლის ბუშტის ჯანმრთელობისთვის