This is a specific ad

პროფესიები, რომლებიც შესაძლოა, ხელოვნურმა ინტელექტმა ჩაანაცვლოს

42

Another advertisement

OpenAI-ის ChatGPT-ის ერთხელ გამოყენებაც კი საკმარისია იმის დასანახად, რომ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები ნამდვილად მრავალფეროვანია – მას შეუძლია დაგიწეროთ ესსე, სამოტივაციო წერილი, შექმნას ტექსტიდან ფოტო, კონტენტი თქვენი სოციალური მედიისთვის თუ სხვა.

დღეს ხელოვნური ინტელექტის ბუმია – ChatGPT-ის გარდა, არსებობს და იქმნება ათობით სხვა პლატფორმა, რომელთაც განსხვავებული შესაძლებლობები აქვთ და ადამიანებს საქმეს უმარტივებენ.

მართალია, ხარვეზებიც უხვადაა და არსებობს დეზინფორმაციის, არასწორი პასუხების პრობლემა, თუმცა პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია.

ამ ხელსაწყოების მზარდი გამოყენება ეკონომიკის მრავალ სექტორში, ცხადია, აჩენს ეჭვებს, რომ შესაძლოა, ზოგიერთი პროფესია სამომავლოდ სწორედ ხელოვნურმა ინტელექტმა ჩაანაცვლოს.

მიუხედავად იმისა, რეალისტურად ჩანს ეს თუ არა, შორეული პერსპექტივაა თუ ახლო, გადავხედოთ იმ პროფესიების ჩამონათვალს, რომელთა ხელოვნური ინტელექტის მიერ ჩანაცვლებას მსოფლიოს წამყვანი ბიზნეს მედიები განიხილავენ.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ვინ იყო მირზა ჰუსეინ ჰასანზადე და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?
Öncəki yazı
მიმდინარე კვირის განმავლობაში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება