This is a specific ad

პრეზიდენტობის კანდიდატი მოკლეს

43

Another advertisement

ეკვადორში პრეზიდენტობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან გამართული შეხვედრის შემდეგ მოკლეს.

59 წლის ფერნანდო ვილავიჩენსიოს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ქალაქ კიტოში გამართულ ღონისძიებას ტოვებდა. მისი გუნდის წევრმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ფერნანდო ვილავიჩენსიო ავტომობილში ჯდებოდა, როცა მამაკაცი წინ გადაუდგა და თავში ესროლა.

დაღუპულია თავად ეჭვმიტანილიც, რომელიც დაცვის სამსახურის თანამშრომლებთან ორხმრივი სროლის დროს დაიჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა.

ფერნანდო ვილავიჩენსიოს საპრეზიდენტო კამპანია ფოკუსირებული იყო უსაფრთხოებასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე. პრეზიდენტობის კანდიდატმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მას და მის გუნდს ნარკოტიკებით ვაჭრობასთან დაკავშირებული ბანდის ლიდერი ემუქრებოდა.

ეკვადორის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, გილერმო ლასომ პირობა დადო, რომ დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება. ეკვადორში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 20 აგვისტოს არის დაგეგმილი.

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
Gürcüstan-Qazaxıstan iqtisadi əməkdaşlığının yeni imkanları müzakirə olunub
Öncəki yazı
prezidentliyə namizəd güllələnərək öldürüldü