Another advertisement
ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, საქართველოს მოქალაქეებს სახლისა და ავტომობილების ქურდობა ედებათ ბრალად. საუბარია ქურდობის 18 სხვადასხვა ფაქტზე.
ორი პირი პოლონელმა სამართალდამცავებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ერთ-ერთ ბინაში შეიპარნენ და იქიდან ძვირფასეულობა, თანხა და ტექნიკა მოიპარეს.
პოლონური მედიის ინფორმაციით, დაკავებულებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ