Another advertisement
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე ვისკის ქურდობისთვის დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქართველმა 2 ბოთლი ვისკი მოპარა.შემთხვევა ქალაქ რუმიაში მოხდა.
დაკავებული 32 წლის მამაკაცია.საქართველოს მოქალაქის შეჩერება მაღაზიის დაცვის თანამშრომელმა სცადა, თუმცა კაცი დაცვას ფიზიკურად გაუსწორდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ის პოლიციამ მეორე დღეს დააკავა.
დაკავებულს სასამართლომ 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.