Another advertisement
პოლონეთში, მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. მედიის ინფორმაციით, დანაშაული ვროცლავში მოხდა და მას წინ დაპირისპირება უძღოდა. შაბათს 27 იანვარს, დილის 5 საათზე ქალაქის ცენტრში ერთმანეთს ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ, რასაც 21 წლის ადგილობრივის სიკვდილი მოჰყვა. ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რა იარაღითაა ჩადენილი მკვლელობა.