Another advertisement
პოლონეთში, ვარშავასთან ახლოს მდებარე აეროდრომზე პატარა ზომის თვითმფრინავი ანგარს დაეჯახა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის პილოტი.
პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად კიდევ რვა ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, 13 ადამიანი ფარდულს უამინდობის გამო თავს აფარებდა.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზი ცუდი ამინდი გახდა.
მაშველების ინფორმაციით, თვითმფრინავში 3 ადამიანი იმყოფებოდა.