Another advertisement
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის განცხადებით, პოლონური საზოგადოება დაიღალა. ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.
პოლონეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა მიზეზად ომის დაწყების შემდეგ პოლონეთში ჩასული უკრაინელები დაასახელა. მინისტრის თქმით, ქვეყნებს შორის არსებობს გარკვეული უთანხმოება, რაც უკრაინული იაფი სასოფლო-სამეურნეო ექსპორტსაც უკავშირდება.
„რა თქმა უნდა, პოლონური საზოგადოება დაღლილია და ეს გასაგებია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხალხი აქ ხედავს ახალგაზრდა უკრაინელ მამაკაცებს, რომლებიც უახლესი მანქანებით დადიან და ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში ცხოვრობენ“, – თქვა კოსინიაკ-კამიშმა.