This is a specific ad

პოლიცია ბერლინის სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში გარეულ ცხოველს ეძებს

15

Another advertisement

პოლიცია ბერლინის სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში გარეულ ცხოველს ეძებს.

თავდაპირველად სამართალდამცავებს ლომის შესახებ ინფორმაცია ორმა მოქალაქემ მიაწოდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ შენიშნეს დიდი ზომის კატისებრი ცხოველი, რომელიც, მათი თქმით, შესაძლოა ლომი იყოს.

Twitter-ზე გავრცელდა გადაუმოწმებელ ვიდეო, სადაც ჩანს ლომი კლეინმახნოვის ტყეში.მოსახლეობა გააფრთხილეს დარჩნენ სახლებში, სანამ პოლიცია ცხოველს არ იპოვის.თუ ცხოველი ლომია, გაუგებარია საიდან გაჩნდა იქ. ადგილობრივმა ზოოპარკებმა, ცხოველთა თავშესაფრებმა, ცირკმა განაცხადეს, რომ არცერთი ლომი არ გაქცეულა მათი ობიექტებიდან.

სამძებრო ოპერაციაში ვერტმფრენიც ჩართეს. ხელისუფლება ამჟამად მიიჩნევს, რომ ლომს შესაძლოა ტყიან ადგილას სძინავს.

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
იტალიაში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა
Öncəki yazı
Marneuli meri Kənan Ömərov, əslən Marneulidən olan uğurlu idmançı, reqbiçi Rati Zazadze ilə görüşüb