This is a specific ad

პოლიციამ ტრამპის მიტინგის ჩატარების ადგილას ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა

59

Another advertisement

ამერიკელმა სამართალდამცველებმა ლონგ-აილენდში, სადაც აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო მიტინგი უნდა ჩატარდეს, ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. ინფორმაციას The Daily Mail-ი ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, ასაფეთქებელი მოწყობილობა მიტინგის ჩატარების ადგილას გაჩერებულ ერთ-ერთ ავტომობილში იპოვეს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ახალი შემთხვევა ტრამპზე თავდასხმის მომზადების აღკვეთიდან სამი დღის შემდეგ მოხდა. მაშინ პოლიციელებმა ტრამპის გოლფის მოედანზე პალმ-ბიჩში 58 წლის რაიან უესლი რუთი დააკავეს.

რაც შეეხება მანქანაში ნაპოვნ ასაფეთქებელ მოწყობილობას, პოლიციას ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია. გამოკითხვაზეა გადაყვანილი კინოლოგი, რომლის ძაღლმაც აღმოაჩინა ეს მოწყობილობა. თავად მანქანის პატრონი კი მიიმალა.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ტრამპის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიცია და საიდუმლო სამსახური განსაკუთრებული მზადყოფნის რეჟიმზე არიან გადასულები.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
რუსეთი ბოლო 1 წლის განმავლობაში 2 მილიონმა მიგრანტმა დატოვა
Öncəki yazı
Vladimir Putin Sxinvali ilə hərbi-texniki əməkdaşlıq sazişini təqdim edib