This is a specific ad

პირველი სამედიცინო დახმარება გველის ნაკბენის დროს

76

Another advertisement

ყველამ კარგად ვიცით, რომ ზაფხული ქვეწარმავლების აქტიური პერიოდია. გველის ნაკბენი აქტუალური თემაა. საქართველოში დაახლოებით 20-22 სახეობის გველია, აქედან შხამიანი მხოლოდ ოთხი სახეობაა: ველის გველგესლა, კავკასიური გველგესლა, ცხვირრქოსანი გველგესლა და გიურზა.

გიურზა ამათგან ყველაზე დიდი ზომის გველია (130სმ-დან 160სმ-მდე სიგრძის). მას აქვს გამოწეული ცხვირი და მკვეთრად წამოწეული საფეთქლის ძვლები. მისი სხეული შეფერილია მონაცრისფრო-ქვიშისფრად ან მოწითალო-მოყავისფროდ. ზურგზე მოზრდილი ლაქები აქვს, გვერდებზე შედარებით მომცრო. თავის ქალა ერთფეროვანია, ნახატების გარეშე.

გადაუდებელი და პირველი დახმარების სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორი – გიორგი ჩოჩია აგვიხსნის თუ როგორ მოვიქცეთ როცა საქმე გველის ნაკბენთან გვაქვს.

– ჩამოვთვალოთ სიმპტომები, რომელიც გველის ნაკბენს ახასიათებს:

წყვილი კბილის ანაბეჭდი;
სიწითლე და ტკივილი ნაკბენ არეში,შეშუპება;
თავბრუსხვევა, სისუსტე;
ოფლიანობა, გაძლიერებული ნერწყვის დენა;
გულისრევა, ზოგჯერ ღებინება;
სუნთქვის გაძნელება;
გონების დაბინდვა (მოგვიანებით შესაძლოა უგონო მდგომარეობა).
მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ იცოდეს, რისი გაკეთება არ შეიძლება, თუ გველმა დაგგესლათ:

არ დავადოთ ლახტი (შხამი ძირითადად ლიმფური სადინარებით გადაადგილდება);
არ შეიძლება ჭრილობის მოწვა;
ნაკბენის გამოწოვა;
ნაკბენის დასერვა ან გაკვეთა.

როგორ მოვიქცეთ:

დაზარალებული დავაწვინოთ, ვთხოვოთ რომ იყოს უმოძრაოდ (როცა ადამიანი მოძრაობს, სისხლის მიმოქცევა უფრო აქტიურდება, ამიტომ რეკომენდებულია მწოლიარე მდებარეობა და რაც შეიძლება ნაკლები მოძრაობა).

ნაკბენი უნდა იყოს მოთავსებული გულის დონიდან ქვემოთ, რომ შემცირდეს შხამის მოხვედრა ცენტრალურ ცირკულაციაში.ჭრილობის ჩამობანა შეიძლება წყლით ან რომელიმე ანტისეპტიკური ხსნარით.ნაკბენი არე უნდა დაიფაროს სტერილური საფენით.ნაკბენ კიდურის მთელ სიგრძეზე ედება ელასტიური ნახვევი (ელასტიური ბინტით).

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
“Temu-ს პროდუქციის მხოლოდ მეოთხედი შეესაბამება უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტებს.”
Öncəki yazı
მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა, ძლიერი ქარი – ამინდი მკვეთრად შეიცვლება