Another advertisement
პატარა, რომელიც 29-ე კვირაზე დაიბადა სამი თვე იბრძოლა, უკვე მშობლების გვერდით არის. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს ერთ-ერთი საავადმყოფო ავრცელებს.
„თითქმის სამთვიანი ბრძოლის ბედნიერი დასასრული.
ჩვენი საყვარელი მართა უკვე ბედნიერი მშობლების გვერდითაა და მათთან ერთად შეხვდება თავის პირველ ახალ წელს.
მართა ნაადრევად, 29-ე კვირაზე დაიბადა და მხოლოდ 800 გრამს იწონიდა, სიცოცხლის პირველივე წუთებიდან არაერთი პრობლემის დაძლევა მოუწია ჩვენი მედიკოსების დახმარებით.
ბედნიერ მომავალს ვუსურვებთ ჩვენს ძლიერ გოგოს“,- წერია საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.