This is a specific ad

პარლამენტში პლენარული სესია დაიწყო – პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას აცნობს

34

Another advertisement

პარლამენტში, პლენარული სესია დაიწყო.

ამ წუთებში ტრიბუნასთან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე დგას. ის დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას აცნობს.

როგორც ითქვა, სამთავრობო პროგრამა ყველა იმ საჭიროებასა და გამოწვევას პასუხობს, რომელიც ქვეყანაში დგას. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ინიციატივით, განათლება და მეცნიერება კვლავ ცალკე უწყებაა, კულტურა და სპორტი – ცალკე. ამ სფეროებს ალექსანდრე წულაძე და თინათინ რუხაძე იბარებენ.

განახლებულ მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი მინისტრი იქნება – იუსტიციის სამინისტროს ანრი ოხანაშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს მაკა ბოჭორიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კი დავით სონღულაშვილი უხელმძღვანელებს.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

დღესვე, საკანონმდებლო ორგანო მთავრობას და სამთავრობო პროგრამას, სახელწოდებით – „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ ნდობას გამოუცხადებს.

Kateqoriya: Cinayət, Maraqlı, Təhsil
Sonrakı yazı
„7 ადამიანს ჯგუფურად, დანით, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენეს“ – პროკურატურამ 2 პირს ბრალდება წარუდგინა
Öncəki yazı
“ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ახალი მინისტრთა კაბინეტი შეასრულებს ყველა დაპირებას, რომელიც წინასაარჩევნოდ იყო გაცხადებული” – ნინო წილოსანი