პარლამენტმა, პირველი მოსმენით, სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის განულებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი მიიღო. ინიციატივის ფარგლებში, ცვლილება “უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონსა და “საგადასახადო კოდექსში“ შედის.მთავრობის მონაცემებით, 2023 წლის 1-ელ აგვისტოს მდგომარეობით, გადასახდელი სწავლის საფასურის განულების სურვილი 26-მა კერძო უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ გამოთქვა, ხოლო დავალიანების ჯამურმა ოდენობამ 14 ათასამდე სტუდენტზე დაახლოებით 17.0 მლნ ლარი შეადგინა. 18 სახელმწიფო უნივერსიტეტში დავალიანების ჯამურმა ოდენობამ 13 ათასამდე სტუდენტზე დაახლოებით 12.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც ჯამში, 29.5 მლნ ლარია.
-