This is a specific ad

პარლამენტი დაჩქარებული წესით კრძალავს აქციებზე კარვის გაშლასა და სცენის დადგმას

8

Another advertisement

საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“კანონში შესატან ცვლილებებს.

კანონპროექტით შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია ან გაშალონ კარავი, თუმისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს;

ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას;

იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას;

შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

კანონპროექტის თანახმად, სამართალდარღვევა გამოიწვევს კონსტრუქციის, კარვის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. თუ დამრღვევი ორგანიზატორია – სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Levan Davitaşvili: “2012-ci illə müqayisədə faktiki olaraq fərqli iqtisadiyyatımız var”
Öncəki yazı
Gürcüstan parlamenti “Məclislər və nümayişlər haqqında” qanuna dəyişiklikləri sürətlə nəzərdən keçirir