Another advertisement
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, 40-ზე მეტი ავსტრალიელი სპორტსმენის COVID-სა და სხვა რესპირატორულ დაავადებაზე ჩატარებულმა ტესტებმა დადებითი პასუხი აჩვენა. ინფორმაციას თავად ავსტრალიური მედია ავრცელებს.
ცურვაში ქვეყნის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, როჰან ტეილორის განცხადებით, ზოგიერთი მოცურავე დაინფიცირებული ასპარეზობდა.
მისივე თქმით, ზოგიერთი სპორტსმენი შეჯიბრს გამოეთიშა, მათ შორის ლანი პალისტერი და ელა რემსი.