Another advertisement
ბოლო მონაცემებით, ისრაელში, ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად 150 ადამიანი დაიღუპა, 1000-ზე მეტი კი დაიჭრა.
ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.მედიის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაიბრუნეს კონტროლი სამხრეთ ისრაელში მდებარე რეიმის სამხედრო ბაზაზე, სადაც განთავსებულია ღაზას დივიზია.
დარტყმის დაწყებამდე ისრაელის სამხედროებმა შენობის მცხოვრებლები წინასწარ გააფრთხილეს და ევაკუაციისკენ მოუწოდეს.სარაკეტო დარტყმა ისრაელზე ადგილობრივი დროით 6:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო.
ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადეს და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყეს.