This is a specific ad

ოშორის მეჩეთი – 1898 წელი

57

Another advertisement

მეჩეთი ნაგებია საშუალო ზომის თლილი ქვის კვადრებით, რიგების ჰორიზონტალობის დაცვით. ქვები დაჩეჩქვილი ე.წ. “ნასეჩკებით” არის დამუშავებული. კუთხეები და ღიობების მოჩარჩოება კბილანებად დაწყობილი თლილი ქვით არის შემოსაზღვრული. რელიეფური, ჰორიზონტალური, ქვაში ამოკვეთილი ზოლი მიუყვება შენობის მეორე სართულს, მთელ პერიმეტრზე. შესასვლელი დასავლეთიდან არის მოწყობილი და წარმოადგენს თაღით დასრულებულ ღიობს, რომლის ტიმპანში არაბული წარწერაა მოცემული თარიღით — 1898 წ. შესასვლელს ხის, დეკორაციული კარები აქვს. მეჩეთი რთული პროფილის კარნიზით სრულდება. შენობა ორქანობა სახურავითაა გადახურული. მეჩეთის კვადრატული მოცულობის ცენტრში, ოთხი ხის სვეტია აღმართული, რომელზეც გუმბათია დაფუძნებული. პატარა, მოხდენილი ფორმის გუმბათი მოხატულია. ხის სვეტების ქვედა, შუა და ზედა ნაწილი დეკორირებულია. სამხრეთ კედელში ძალიან დიდი მიჰრაბია მოცემული, რომელსაც განიერი, ბრტყელი საპირე ევლება. ჩრდილოეთ კედელს მახფილი მიუყვება, რომელსაც მთელი შენობის სიგანის 1/3 უჭირავს. მახფილიც ხისაა. მოაჯირი, მის ცენტრში მოწყობილი მრგვალი, შვერილი აივანი — ჭვრულად არის დამუშავებული. ჩრდილოეთის კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთს მიუყვება აივნზე აღმავალი ერთმარშიანი კიბე, ასევე ჭვრული მოაჯირი. ინტერიერი შელესილია. მიჰრაბის თავზე ფერში შესრულებული ვარდულებით ფლანკირებული მიჰრაბის გამოსახულებაა მოცემული.

Kateqoriya: Din
Sonrakı yazı
Britaniya kraliyət ailəsindən qəribə xəbər: Yeznə həbsxanaya gedir
Öncəki yazı
IŞIL PARK OTEL – KARS