საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელთა ხელფასი კვლავ იზრდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ოქტომბრიდან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრებისა და ცენტრალური სადისპეტჩეროს ხელფასი 10 %-ით გაიზრდება.
ცვლილებები თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და მათთვის, ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნას ისახავს მიზნად.ოქტომბრიდან, გაზრდილ ხელფასს, 4 ათასამდე თანამშრომელი მიიღებს.
სასწრაფოს ექიმის ხელფასი, თვეში, საშუალოდ, 8 მორიგეობის შემთხვევაში, 2184 ლარი გახდება, რეფერალის ექიმის – 2536 ლარი, პარამედიკოსის – 2184 ლარი, მოტომედიკოსის – 2184 ლარი, უმცროსი ექიმის – 1800 ლარი, ექთნის- 1664 ლარი, მძღოლის – 1520 ლარი, დისპეტჩერის – 1392 ლარი, ჰოსპიტალიზაციის მენეჯერის – 1648 ლარი, ცვლის უფროსის – 2560 ლარი, ცვლის უფროსის მოადგილის -2128 ლარი, ოპერატორის -1024 ლარი.
აღსანიშნავია, რომ სახელფასო ანაზღაურება, 2024 წლიდან, დამატებით 10 %-ით, ისევ გაიზრდება.