This is a specific ad

ოპოზიციური პარტიები დღეს პროტესტის გამოსახატად, სპორტის სასახლის ნაცვლად, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან შეიკრიბებიან

32

Another advertisement

ოპოზიციური პარტიები დღეს პროტესტის გამოსახატად, სპორტის სასახლის ნაცვლად, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან შეიკრიბებიან. აღნიშნულის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

მელიამ მოსახლეობას მოუწოდებს, რომ 15:00 საათზე თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან შეიკრიბონ.

„დღეს, 3 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩაინიშნა, არასამთავრობოების საჩივრების განხილვა, უბნების ბათილობასთან დაკავშირებით.

მას შემდეგ, რაც გუშინ, მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრეცედენტი შეიქმნა თეთრიწყაროში, სადაც მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: „სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ მტკიცებულებების გამოკვლევით, ამ საარჩევნო აპარატით ამ საარჩევნო ბიულეტენით, ამ საარჩევნო ჩარჩო კონვერტით, ხმის დაცულობის და ხმის ფარულობის გარანტია ამომრჩეველს არ ჰქონდა“.

მნიშვნელოვანია დღეს, 3 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან, მივიდეთ და მოვითხოვოთ სამართლიანი განხილვა – ყველგან!

შესაბამისად, ნაცვლად სპორტის სასახლისა, ვიკრიბებით 3 საათზე, სააპელაციო სასამართლოსთან. მის: გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა (დიღომი)“, – წერს მელია.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, დმანისში გეზრბენში შეჯიბრი გაიმართა
Öncəki yazı
კამალა ჰარისი დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანია, ჩვენ ასეთი ოთხი წელი უკვე გვყავდა – დონალდ ტრამპი