This is a specific ad

ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტთან საპროტესტო აქცია არ წყდება

8

Another advertisement

სოხუმში, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია არ წყდება. ამის შესახებ DNAbkhazia იუწყება.

„ღამეს ამოფარებულმა პარლამენტმა, უამრავი კანონის დარღვევით, აჩვენა, რომ ხელისუფლების ინტერესები კანონზე და ხალხის ნებაზე მაღლა დგას“, – აცხადებენ ოპოზიციის წარმომადგენლები.

მათი თქმით, არავინ დაშლას არ აპირებს და საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე რუსეთისთვის ბიჭვინთის სამთავრობო აგარაკის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. კენჭისყრა 27 დეკემბერს დილით ადრე გაიმართა.

აფხაზეთის ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ გადაწყვეტილებას სამარცხვინო უწოდეს.

როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ყოფილმა სახალხო დამცველმა ასიდა შაკრილმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება არალეგიტიმურია.

pia.ge

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
რა უჯდება სახელმწიფოს ადგილობრივ ბაზარზე და საექსპორტოდ გამზადებული ალკოჰოლიანი სასმელის ლაბორატორიული კვლევა
Öncəki yazı
Bu gün işğal olunmuş Abxaziya “parlament”i qarşısında etiraz aksiyası keçirilib