This is a specific ad

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება

48

Another advertisement

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც საქართველო 2030 წელს, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლისთავზე აფხაზეთს და ე.წ. სამხრეთ ოსეთს დაიბრუნებს,

“ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთვის დაბრუნების სურვილის შესახებ. აშკარაა, რომ მსგავსი პოპულისტური განცხადებები მორიგი საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს კეთდება და პირველ რიგში შიდა აუდიტორიაზეა მიმართული. საქართველოს ხელმძღვანელობის ნებისმიერი მცდელობა, დააბრუნოს აფხაზეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის, აბსოლუტურად უშედეგოა. საჭიროდ მიგვაჩნია კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელი სახელმწიფოა და აგრძელებს საკუთარი სუვერენიტეტის განმტკიცების გზას. აფხაზეთის რესპუბლიკის ხალხმა თავისი საბოლოო არჩევანი გააკეთა და ეს არჩევანი არანაირ გადახედვას არ ექვემდებარება.” – ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Yeni baş prokurorunun seçilməsi ilə bağlı sabah məsləhətləşmələr başlayacaq
Öncəki yazı
“არ მესმის, 2030 წლისთვის აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს როგორ დააბრუნებს” – კონსტანტინ ზატულინი