This is a specific ad

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ადგილობრივმა წარმომადგენლებმა შექმნილ ვითარებაზე განცხადება გააკეთეს

85

Another advertisement

რეგიონში მოსულმა უხვმა ნალექმა ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა.

Qafqaztürk.com-ის ცნობით, ამის შესახებ გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძემ განაცხადა.

Მისი განცხადებით, სტიქიის ზონაში დაკარგულია სამი ადამიანი, რომელთაგანაც ორს ოზურგეთში, ერთს კი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ეძებენ.

Რწმუნებულის თქმით, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი, სამაშველო და სამძებრო სამუშაოები.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, გურიაში უხვი ნალექის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები, მოტეხილია ხეები და ჩამოშლილია მიწის მასა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის, ალექსანდრე სარიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე, მის მუნიციპალიტეტში ერთ მოზარდს ეძებენ. Მეწყერის შედეგად სახლია დაზიანებული და ყველა მათგანიდან მოსახლეობა გამოსულია. გზები კატასტროფულ მდგომარეობაშია, ხიდები ფაქტობრივად მოწყვეტილია, ზღვა მდინარეს აღარ იღებს, ცუდი მდგომარეობაა ძალიან.

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
Zaxarova: “Ermənistan mətbuatında Rusiya əleyhinə həqiqətə uyğun olmayan məlumatlar yayılır” – VİDEO
Öncəki yazı
Ozurqeti bələdiyyəsində baş verən fəlakətlə bağlı yerli rəsmilər mövcud vəziyyətlə bağlı açıqlama verdilər