This is a specific ad

ნინო წილოსანი – ნათია თურნავას წარდგენაზე ბოდიშს იხდის ქალი, რომლის არჩევასაც მილიონზე მეტი ადამიანი ნანობს – უღერძო ოპოზიცია და ღამურად ქცეული პრეზიდენტი

46

Another advertisement

ნინო წილოსანი – ნათია თურნავას წარდგენაზე ბოდიშს იხდის ქალი, რომლის არჩევასაც მილიონზე მეტი ადამიანი ნანობს – უღერძო ოპოზიცია და ღამურად ქცეული პრეზიდენტინათია თურნავას წარდგენაზე ბოდიშს იხდის ქალი, რომლის არჩევასაც მილიონზე მეტი ადამიანი ნანობს, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი ნინო წილოსანი სებ-ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

აღნიშნულის შესახებ წილოსანმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.„მისი ახლანდელი მომწონებელი აღარ გვიმტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილი რუსეთის აგენტია, როგორც მას წინასაარჩევნოდ უწოდებდნენ?! უღერძო ოპოზიცია და ღამურად ქცეული პრეზიდენტი“, – წერს წილოსანი.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა უნდა გადადგეს.

აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა და დასძინა, რომ ის თურნავას დანიშვნასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ნანობს.

„უნდა ვთქვა, რომ ძალიან ვნანობ ჩემ გადაწყვეტილებას და ამისთვის ბოდიშს ვიხდი. მას რომ არ გადაედო უვადოდ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, რომელიც უნდა შემდგარიყო, მას პირადად მოვახსენებდი ამ ჩემს მოსაზრებებს, თუ რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები. პირველ რიგში, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც ვერ დაიცვა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და პირიქით, ამ პრინციპს თავად ზიანი მიაყენა, უნდა გადადგეს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
გავრცელებული ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო ძალების ჯარისკაცები ააფეთქეს
Öncəki yazı
Gürcüstan parlamentində dava düşdü