This is a specific ad

ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

51

Another advertisement

სომხეთის პრემიერი, ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. კერძოდ, ორივე სახელმწიფო იზიარებს მოსაზრებას, რომ ამ ეტაპზე არსებობს ისტორიული შანსი – რეგიონში “დიდი ხნის ნანატრი მშვიდობა” დამყარდეს და, ამასთანავე, მხარეები იმის მზაობას გამოთქვამენ, რომ შესაბამისი ნაბიჯები გადადგან. განცხადების მიხედვით, “ჰუმანურ ღირებულებებზე დაყრდნობითა და კეთილგანწყობით ნიშნად”, სომხეთი 2-რ აზერბაიჯანელ სამხედროს გაათავისუფლებს, ხოლო აზერბაიჯანი – 32-ტ სომეხ მებრძოლს. ერთობლივ განცხადებაში სომხეთი და აზერბაიჯანი აცხადებენ, რომ ნდობის აღდგენის ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით დისკუსიებს გააგრძელებენ.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან არსებული საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს წევრები საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
Öncəki yazı
ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო, თბილისის აეროპორტმა რამდენიმე რეისი ვერ მიიღო