This is a specific ad

ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე აირჩიეს

67

Another advertisement

26 ივნისს, ჩრდილო ატლანტიკურმა საბჭომ, ალიანსის უმაღლესმა პოლიტიკურმა ორგანომ, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტეს კანდიტატურა ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე დაამტკიცა.  იგი 72 წლის იენს სტოლტენბერგს შეცვლის, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობა 2014 წლიდან ეკავა.

რუტეს ჰქონდა ყველა ქვეყნის მხარდაჭერა გარდა სლოვაკეთისა და უნგრეთისა, ამ ქვეყნებმა მისი მის კანდიდატურას მხარი სამშაბათს, 18 ივნისს, დაუჭირეს. რუტეს კონკურენტად რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი განიხილებოდა, თუმცა მან თავისი კანდიდატურა 19 ივნისს მოხსნა.

მარკ რუტე თავისი მოვალეობის შესრულებას 2024 წლის პირველი ოქტომბრიდან შეუდგება, მას შემდეგ რაც იან სტონტელბერგ უფლება-მოვალეობის ვადა ამოეწურება.

მას შემდეგ რაც რუტე მოვალეობის შესრულებას შეუდგება, მის უფლებამოსილების ვადა ხუთი წელი იქნება, მთავარი მოვალეობა კი სამხედრო ალიანსის წევრი ყველა ქვეყნის თავდაცვის ხარჯების, მშპ-ს 2%-მდე, გაზრდა იქნება.

ალიანსის ახალი გენერალური მდივნის ოფიციალური დანიშვნის ცერემონია, სავარაუდოდ, ივლისში, ვაშინგტონში, ორგანიზაციის სამიტზე გაიმართება.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ხვალ საქართველოს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი ეწვევა
Öncəki yazı
“თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა” – სალომე ზურაბიშვილი ელჩებს მიმართავს