Another advertisement
“უკანასკნელი კვირეების განმავლობაში, თურქული მედია და ცნობილი მსახიობები აქტიურად აზიარებენ შოკისმომგვრელ ისტორიას, რომელმაც მთელი საზოგადოება შეძრა.
ნარინი – 8 წლის გოგონა, რომელიც 25 აგვისტოს შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. მისი ცხედარი მხოლოდ გუშინ იპოვეს და ისიც მძიმე და შემაძრწუნებელ ვითარებაში.
ბავშვის სხეული ტომარაში გახვეული და წყალში გადაგდებული იყო. შემდგომ დადასტურდა, რომ გოგონას მიმართ ძალადობა, წამება და… გაუპატიურება იყო ჩადენილი. ამ შემთხვევის ყველაზე შემზარავი დეტალი კი ისაა, რომ ნარინის ბიძა და, რაც ყველაზე მძიმეა, დედა იქნენ დაკავებულები. დედა…
საბრალო ბავშვი დღეს დაკრძალეს. საზოგადოება აღაშფოთა იმ ფაქტმა, რომ მას საქორწინო კაბა ჩააცვეს.
ნარინი მხოლოდ 8 წლის იყო და ახლა იწყებდა სამყაროს შეცნობას…”