This is a specific ad

ნამდვილი ამბავი “ჯარისკაცის მამის” მიღმა – გენიალური ფილმის სცენარისტის მოგონებები, რომლებსაც ემოციის გარეშე ვერ წაიკითხავთ

40

Another advertisement
ნამდვილი ამბავი "ჯარისკაცის მამის" მიღმა - გენიალური ფილმის სცენარისტის მოგონებებს, ემოციის გარეშე ვერ წაიკითხავთ

რეზო ჩხე­ი­ძის “ჯა­რის­კა­ცის მამა” ბევ­რის­თვის საყ­ვა­რე­ლი ფილ­მია, მაგ­რამ ფარ­თო მა­ყუ­რე­ბელ­მა ალ­ბათ არ იცის, ვინ არის მისი სცე­ნა­რის ავ­ტო­რი და რა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი ჰქონ­და ფილ­მს, სა­ნამ მა­ყუ­რებ­ლამ­დე მი­ვი­დო­და.

მწე­რალ­სა და კი­ნოდ­რა­მა­ტურგს ომის თემა სხვა ქარ­თუ­ლი ფილ­მე­ბის­თვის შექ­მნილ სცე­ნა­რებ­შიც აქვს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. სწო­რედ, სუ­ლი­კო ჟღენ­ტია იმ ცნო­ბი­ლი ფილ­მე­ბის სცე­ნა­რის ავ­ტო­რი, რო­გო­რი­ცაა – “ღი­მი­ლის ბი­ჭე­ბი,” “სი­ნათ­ლე ჩვენს ფან­ჯრებ­ში”, “ფეს­ვე­ბი” “ნერ­გე­ბი” და კი­დევ ბევ­რი ცნო­ბი­ლი სუ­რა­თი, უმე­ტე­სო­ბას, რო­გორც ბა­ტო­ნი სუ­ლი­კოს შვი­ლი, ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე ოლი­კო ჟღენ­ტი გვე­უბ­ნე­ბა, ნამ­დვი­ლი ამ­ბე­ბი უძღვო­და წინ… მან მა­მის შე­სა­ხებ წიგ­ნი – “რო­გორ შერ­ჩე­ბი მა­რა­დი­სო­ბას” და­წე­რა.

3 თე­ბერ­ვა­ლი სუ­ლი­კო ჟღენ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეა და ამ­ჯე­რად გვინ­და, მისი უკ­ვდა­ვი “ჯა­რის­კა­ცის მამა” გა­ვიხ­სე­ნოთ, რო­მე­ლიც სცე­ნა­რის­ტის, რე­ჟი­სო­რი­სა და მსა­ხი­ო­ბის (სერ­გო ზა­ქა­რი­ა­ძე) სრულ­ფა­სო­ვა­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ურ­თი­ერ­თო­ბის ნი­მუ­შია.

რო­გორც მწერ­ლის ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან ირ­კვე­ვა, “ჯა­რის­კა­ცის მა­მის” სცე­ნა­რი საბ­ჭო­თა ცენ­ზუ­რამ უარ­ყო. მე­სა­მე ვა­რი­ანტზე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­წყვი­ტეს და გა­და­წყდა, რომ ფილ­მს აღარ გა­და­ი­ღებ­დნენ. რომ არა რე­ჟი­სო­რის პრინ­ცი­პუ­ლო­ბა, სუ­რა­თი მარ­თლა აღარ შე­იქ­მნე­ბო­და…

სცე­ნა­რის­ტის სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლებ­ში და­ცუ­ლია 5 ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სცე­ნა­რის ვერ­სია. თი­თო­ე­ულ­ზე ავ­ტორს ინ­ტენ­სი­უ­რად უმუ­შა­ვია, ვერ­სი­ე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია და იც­ვლე­ბო­და სას­ცე­ნა­რო გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბის რე­დაქ­ტო­რე­ბის მო­თხოვ­ნე­ბი­სა და მი­თი­თე­ბე­ბის მი­ხედ­ვით. თუმ­ცა, მთა­ვა­რი დრა­მა­ტუ­ლი მო­ტი­ვი და ფა­ბუ­ლა – ის, რომ მამა შვილს და­ე­ძებს, ყველ­გან უც­ვლე­ლი იყო.

ომში შვი­ლის სა­ძებ­ნე­ლად წა­სულ გლე­ხკაცს სი­სას­ტი­კე აი­ძუ­ლებს ჯა­რის­კა­ცად იქ­ცეს. სცე­ნა­რის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა მო­თხოვ­ნით, ამ­ბა­ვი ჰოს­პი­ტალ­ში­ვე უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. ამის გამო ვერ გან­ზო­გად­დე­ბო­და და ვერც ტრა­გე­დი­ის მას­შტაბს შე­ი­ძენ­და, მაგ­რამ ფილ­მის ავ­ტო­რებ­მა ფა­ბუ­ლა არ შეც­ვა­ლეს.

სუ­ლი­კო ჟღენ­ტი სა­კუ­თარ ბი­ოგ­რა­ფი­ას და­ე­სეს­ხა – მას მშობ­ლე­ბი ფრონტზე და­ე­ძებ­დნენ, რო­დე­საც 17 წლი­სა პირ­ვე­ლად და­იჭ­რა. ომში მო­ხა­ლი­სედ იყო წა­სუ­ლი. რად­გან მას ეს ყვე­ლა­ფე­რი გან­ცდი­ლი და გა­და­ტა­ნი­ლი ჰქონ­და, სცე­ნარ­შიც გან­სხვა­ვე­ბუ­ლად გა­ი­აზ­რა ომის ტრა­გე­დია. აი, რას წერს მო­გო­ნე­ბებ­ში ჟღენ­ტი:

“…ვერ მი­ვაღ­წიე რა­იხსტაგს, ია­რა­ღი უკა­ნას­კნე­ლად 1944 წლის 25 იან­ვარს მე­ჭი­რა ხელ­ში. მკერ­დში ჩარ­ჩე­ნი­ლი ტყვი­ის გამო დე­მო­ბი­ლი­ზა­ცი­ით გა­მო­მიშ­ვეს შინ. ტყვი­ის ნა­წი­ლებს, სა­დღაც გულ­თან ჩარ­ჩე­ნილს დღემ­დე და­ვა­ტა­რებ სხე­უ­ლით. ბერ­ლინ­ში 21 წლის შემ­დეგ მოვ­ხვდი, უკვე გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვილ­თან, – ჩემი სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით, რე­ჟი­სო­რი რეზო ჩხე­ი­ძის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მის “ჯა­რის­კა­ცის მა­მის” გმირ­თან ერ­თად…

მე­კი­თხე­ბი­ან, სერ­გო ზა­ქა­რი­ა­ძის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი გმი­რის სახე თქვენ შე­თხზეთ თუ ცხოვ­რე­ბამ გი­კარ­ნა­ხათ? პა­სუ­ხი ასე­თია: სი­მარ­თლის გა­მო­გო­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, ერთ სა­ხე­ში მო­ვუ­ყა­რე თავი ომის გზა­ზე შეხ­ვედ­რილ ადა­მი­ან­თა სა­ხე­ებს… ჯა­რის­კა­ცის მამა – გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვი­ლი – ჩემ­თვის სამ­ხედ­რო ფორ­მა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი კა­ხე­ლი მე­ვე­ნა­ხეა. ჩვენ ერთ ასე­ულ­ში ვმსა­ხუ­რობ­დით. მახ­სოვს მისი მო­უს­ვე­ნა­რი, შრო­მის­მოყ­ვა­რე ხე­ლე­ბი. დიახ, ის დე­და­ჩე­მია, რო­მე­ლიც ჩემს სა­ნა­ხა­ვად ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში ჩა­მო­ვი­და, მაგ­რამ ჰოს­პი­ტალ­ში ვერ მო­მის­წრო. ის მა­მა­ჩე­მი­ცაა, რო­მე­ლიც თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში სკო­ლა­ში სი­კე­თეს ას­წავ­ლი­და…

რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, ჩემს ასე­ულ­ში ერთი კა­ხე­ლი, ხნი­ე­რი კაცი, მე­ვე­ნა­ხე მა­ხა­რაშ­ვი­ლი იბ­რძო­და, ოღონდ, გი­ორ­გი კი არა, რა­მი­ნი ერ­ქვა. მას ბევ­რი სა­ერ­თო აქვს ფილ­მის გმირ­თან. ზუს­ტად ისე­ვე მა­მაშ­ვი­ლუ­რად გვექ­ცე­ო­და 19 წლის ბი­ჭებს, რო­გორც ფილმში. ღო­ნი­ე­რი, მომთმე­ნი, შრო­მის­მოყ­ვა­რე იყო, უსაქ­მოდ ჯდო­მა წუ­თი­თაც არ შე­ეძ­ლო.

გი­ორ­გის მსგავ­სად, უჩექ­მო­ბით იყო გა­წა­მე­ბუ­ლი, არ­მი­ის სა­წყობ­ში ვერ იშო­ვეს მისი ზომა ფეხ­საც­მე­ლი და შე­უკ­ვე­თეს… მაგ­რამ “ჯა­რის­კა­ცის მამა” სერ­გო ზა­ქა­რი­ა­ძის­თვის და­ი­წე­რა. თა­ვი­დან­ვე გა­და­წყვე­ტი­ლი იყო, რომ ამ როლს ის შე­ას­რუ­ლებ­და. კარ­გია, როცა სცე­ნა­რი კონ­კრე­ტუ­ლი მსა­ხი­ო­ბის­თვის იწე­რე­ბა. ამ დროს ით­ვა­ლის­წი­ნებ შე­მოქ­მე­დე­ბით შე­საძ­ლებ­ლო­ბას, – რო­გორ მო­იქ­ცე­ვა, ამა თუ იმ ეპი­ზოდ­ში რას იტყვის.

არც ის არის შე­თხზუ­ლი, ომში მამა შვილს რომ და­ე­ძებს. ბავ­შვო­ბა­ში ბევ­რი თა­ნა­ტო­ლის მსგავ­სად, მეც ვოც­ნე­ბობ­დი, გმი­რო­ბა­ზე და მშობ­ლე­ბის და­უ­კი­თხა­ვად, თა­მა­მად ჩა­ვე­წე­რე მო­ხა­ლი­სე­თა რი­გებ­ში. 16 წლის ბიჭს ომი რო­მან­ტი­კად მეჩ­ვე­ნე­ბო­და… პირ­ვე­ლად რომ და­ვი­ჭე­რი, ქა­ლაქ ორ­ჯო­ნი­კი­ძის ჰოს­პი­ტალ­ში მო­მა­თავ­სეს, მშობ­ლებ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს, რომ ფრონ­ტის ხაზ­ზე გას­ვლის უფ­ლე­ბა მო­ე­პო­ვე­ბი­ნათ, ორ­ჯო­ნი­კი­ძე­ში ჩა­მო­სუ­ლიყ­ვნენ, მაგ­რამ მე იქ აღარ დავ­ხვდი. გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი ფრონტზე დავ­ბრუნ­დი. ჩემ­თვის წა­მო­ღე­ბუ­ლი სა­ნო­ვა­გე დაჭ­რი­ლე­ბის­თვის და­უ­რი­გე­ბი­ათ…

ანა­ლო­გი­უ­რი ეპი­ზო­დი არის ფილმშიც. მსგავ­სი ამ­ბა­ვი ჩვენს ოჯახ­შიც დატ­რილ­და: ბი­ძა­ჩე­მი, და­ვი­თი, ორ­თქლმა­ვა­ლის მე­მან­ქა­ნე იყო. შვი­ლის ფრონტზე გამ­გზავ­ნე­თო, ითხო­ვა. თა­ვი­სას მი­აღ­წია და სწო­რედ იმ ნა­წილ­ში მოხ­ვდა, სა­დაც მისი ვაჟი იბ­რძო­და. მა­მის ჩას­ვლამ­დე, რამ­დე­ნი­მე დღით ადრე და­ღუ­პუ­ლი იყო. მო­ხუ­ცი მე­მენ­ქა­ნე ფრონტზე დარ­ჩა, თით­ქმის მთე­ლი ომის გან­მავ­ლო­ბა­ში იბ­რძო­და და გმი­რუ­ლი სიკ­ვდი­ლით და­ე­ცა უნ­გრე­თის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სას…

მახ­სენ­დე­ბა გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვი­ლის წინა სა­ხე­ე­ბი, ვის­თან ერ­თა­დაც ბევ­რი მივ­ლია ფრონ­ტის ხაზ­ზე. მა­გონ­დე­ბა ფე­ო­დორ დე­რი­ა­ბი­ნი ვოლ­გის­პი­რე­ლი მი­წათ­მოქ­მე­დი, მტრის ცე­ცხლქვეშ გა­წო­ლი­ლე­ბი სან­გარს ვთხრი­დით, მი­წის გუნ­და ხელ­ზე და­იფ­შვნა, სიყ­ვა­რუ­ლით და­ხე­და და მი­თხრა, – შე­ხე­დე ერთი, რა მი­წაა, ეს და­ლოც­ვი­ლი! გარ­შე­მო ნაღ­მე­ბი და ტყვი­ე­ბი წი­ოდ­ნენ, ქვე­ყა­ნა იქ­ცე­ო­და, ის კი ხვნა-თეს­ვა­ზე ოც­ნე­ბობ­და! მა­გონ­დე­ბა უკ­რა­ი­ნე­ლი მე­ბა­ღე დემ­ჩენ­კო, ახალ­გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ ყუ­ბა­ნურ სო­ფელ­ში ასე­თი სუ­რა­თი ვნა­ხეთ: უკან და­ხე­ვი­სას გერ­მა­ნე­ლებს ვაშ­ლის ხე­ე­ბი ძირ­ში მო­ეჭ­რათ და გზა­ზე და­ე­ყა­რათ, რომ ჩვე­ნი ტრან­სპორ­ტის­თვის წინსვლა გა­ეძ­ნე­ლე­ბი­ნათ. თვა­ლებ­ზე ცრემ­ლმომ­დგა­რი დემ­ჩენ­კო ხის გა­და­ნაჭ­რებს შო­რის და­ბო­რი­ა­ლობ­და და გა­ი­ძა­ხო­და: ვაშ­ლის ხე­ებ­მა რაღა და­უ­შა­ვეს?! ამის გამ­კე­თე­ბე­ლი ხომ ბავ­შვსაც გა­ი­მე­ტებს სა­სიკ­ვდი­ლოდ?

კა­ხე­ლი მე­ვე­ნა­ხე მა­ხა­რაშ­ვი­ლი, რო­მელ­ზეც უკვე მო­გახ­სე­ნეთ, ნო­ვო­რო­სი­ის­კის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სას გა­ვი­ცა­ნი. ქა­ლა­ქის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ ხან­მოკ­ლე შეს­ვე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვე­ცა. სექ­ტემ­ბრის ბოლო იყო. იქვე ზვრებ­ში ყუ­რძე­ნი დამ­წი­ფე­ბუ­ლი­ყო. ნაბ­რძო­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი ზვრებს შე­ვე­სი­ეთ, მწი­ფე მტევ­ნებს და­უ­ნა­ნებ­ლად ვგლეჯ­დით. მა­ხა­რაშ­ვი­ლის სა­ხით მი­ტო­ვე­ბულ ზვრებს უცებ პატ­რო­ნი გა­მო­უჩ­ნდა. მთელ ვე­ნახ­ში მისი ყვი­რი­ლი ის­მო­და:

“ნელა! ფრთხი­ლად! მოგ­ლე­ჯა გა­გო­ნი­ლა?! მტე­ვა­ნი ისე უნდა მო­წყვი­ტო, ვაზ­მა ვე­რა­ფე­რი იგ­რძნოს. ამა­ში იცით, რამ­დე­ნი ოფ­ლია ჩაღ­ვრი­ლი?” – ვერც კი მო­ი­ცა­ლა, ყუ­რძნის გა­ს­ა­სინ­ჯად, ვაზს სიყ­ვა­რუ­ლით ეა­ლერ­სე­ბო­და. ჩა­მო­ვარ­დნილ ლერ­წს უს­წო­რებ­და ჭი­გოს, თან ხმა­დაბ­ლა ღი­ღი­ნებ­და: “შენ ხარ ვე­ნა­ხი!..”

მოს­კო­ვის “სა­ხკი­ნომ” კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ი­თხო­ვა ამოგ­ვე­ღო ეპი­ზო­დი, სა­დაც მა­ხა­რაშ­ვი­ლი სი­ლას გა­აწ­ნავს ჯა­რის­კაცს, – არა იმი­ტომ, რომ ქარ­თველ­მა რუსს ჭკუა ას­წავ­ლა, არა­მედ სამ­ხედ­რო წეს­დე­ბის დარ­ღვე­ვად ჩათ­ვა­ლეს. მე და რე­ზომ სამ­ხედ­რო თავ­დაც­ვის მი­ნისტრს ვაჩ­ვე­ნეთ. მან თქვა, ამა­ში დარ­ღვე­ვას ვერ ვხე­დავ, რად­გან ორი­ვე ჯა­რის­კა­ცია, “და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი” ჩი­ნით მა­ღა­ლი რომ იყოს, სხვა ამ­ბა­ვი­აო. ოფი­ცი­ა­ლუ­რი დას­კვნა მოვ­თხო­ვეთ, დაგ­ვი­წე­რა და “სა­ხკი­ნოც” აღარ შეგ­ვე­წი­ნა­აღ­მდე­გა”.

მოკ­ლედ, მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვებ­ზე გი­ამ­ბეთ, რაც “ჯა­რის­კა­ცის მა­მის” სა­ხის გა­მოკ­ვე­თი­სას გა­მო­ვი­ყე­ნე. უფრო კი იმის­თვის, რომ კონ­კრე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბით წარ­მო­მე­ჩი­ნა მისი პი­როვ­ნე­ბა. ჯა­რი­კა­ცის მამა, კრე­ბი­თი სა­ხეა. ფილ­მის წარ­მა­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო კი ის არის, რომ გა­მარ­ჯვე­ბას ყვე­ლამ ერ­თად თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მით მი­ვაღ­წი­ეთ” – იგო­ნებ­და სუ­ლი­კო ჟღენ­ტი…

 

 

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
მე მეეზოვე ვარ, უფრო ქართულად მე მენაგვე მქვია…- განაგრძეთ კითხვა ბმულზე
Öncəki yazı
ვის გაეზრდება ხელფასი მომავალი წლიდან და რამდენით – ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროდან