საინტერესოა, რომელი ქვეყანა აწარმოებს ყველაზე მეტს? წარმოგიდგენთ BP-ის 2022-2023 წლის რეიტინგს: შეერთებული შტატები: 17,770 მილიონი ბარელი დღეში შეერთებულმა შტატებში, მხოლოდ ტეხასში ნავთობის 40%-ზე მეტი იწარმოება. აშშ იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც შემოიღო ჰორიზონტალურად ბურღვა. ტურბულენტობის მიუხედავად, აშშ-ს ნავთობის მოპოვება 2021 წელს 16,585 მილიონ ბარელამდე გაიზარდა, ხოლო გასულ წელს – 17,770 მილიონი ბარელი იყო, რაც სხვა ქვეყნებთან შედარებით ბევრად მაღალი მაჩვენებელია. საუდის არაბეთი: 12,136 მილიონი ბარელი დღეში საუდის არაბეთი რჩება მსოფლიოში სიდიდით მეორე ნავთობის მწარმოებელ ქვეყანად. 2018 წელს ყოველდღიურად იწარმოებოდა 12,2 მილიონ ბარელზე მეტი, რაც 2019 წელს 11,8 მილიონამდე დაეცა. 2020 წლის აპრილში საუდის არაბეთმა წარმოების მაჩვენებელი 11,039 მილიონ ბარელამდე შეამცირა. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაეცა 2021 წელს- 10,954 მილიონ ბარელამდე. თუმცა შარშან წარმოება ოთხწლიანი მაქსიმუმდე გაიზარდა და 12,136 მილიონ ბარელს მიაღწია. რუსეთი: 11,202 მილიონი ბარელი დღეში რუსეთი OPEC+-ს 2016 წლის ბოლოს შეუერთდა, რათა გლობალური ფასების გასაზრდელად წარმოება შეეზღუდა, თუმცა შეთანხმების შესრულება უჭირდა. 2018 წელს ქვეყნის წარმოებამ დააფიქსირა ზღვრული ზრდა- დღეში 11,562 მილიონი ბარელიდან -11,679 მილიონ ბარელამდე. ითვლებოდა, რომ 2020 წლის დასაწყისში რუსეთის ნავთობის წარმოება 20%-მდე კორონავირუსის გავრცელების შედეგებმა შეამცირა. უახლესი ანგარიში აჩვენებს, რომ რუსეთის ფედერაციამ გასულ წელს 11,202 მილიონი ბარელი ნავთობი აწარმოა, ხოლო ნედლი ნავთობი ევროპის ნედლი ნავთობის ექსპორტის 23%-ს შეადგენს. კანადა: 5,576 მილიონი ბარელი დღეში 2021-2022 წლებში კანადაში ნავთობის წარმოება გაიზარდა 3%-ით და დღეში 5,576 მლნ ბარელს მიაღწია. ბოლო ანგარიშები ვარაუდობენ, რომ კანადაში ნავთობის მოპოვებამ შესაძლოა, პიკს 2026 წელს მიაღწიოს. ერაყი: 4,520 მილიონი ბარელი დღეში 2019 წელს მისმა დღიურმა წარმოებამ 4,779 მილიონი ბარელი შეადგინა. 2021 წელს ქვეყნის ნავთობის მოპოვების მაჩვენებელი დაეცა, ერაყი აწარმოებდა 4,102 მილიონ ბარელს დღეში. მაგრამ ეს მაჩვენებელი 2022 წელს დღეში 4,520 მილიონ ბარელამდე გაიზარდა.
-