This is a specific ad

მძლავრი პიროტექნიკის ქაოტურად გამოყენება არ შეიძლება, რეგულაციების მიღება აუცილებელია – მაჭარაშვილი

34

Another advertisement

მძლავრი პიროტექნიკის ქაოტურად გამოყენება არ შეიძლება, რეგულაციების მიღება აუცილებელია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პიროტექნიკა ცეცხლსასროლ იარაღს არ უდრის, მაგრამ სახეობაა, რომელსაც ადამიანების დაზიანება შეუძლია.

„პიროტექნიკის შესახებ ინიციატივა მანამდეც გვქონდა, რომ არ შეიძლება, ქაოტურად ხდებოდეს მძლავრი პიროტექნიკის გამოყენება. ბუნებრივია, ეს რეგულაციებში უნდა მოექცეს. მართალია, ცეცხლსასროლი იარაღის ტოლფასი არ არის, მაგრამ მრავალი სახის ისეთი პიროტექნიკა არსებობს, რომელსაც ადამიანების დაზიანება შეუძლია. არაერთი ფაქტი ვნახეთ, როცა პიროტექნიკით ადამიანები დაზიანდნენ. შესაბამისად, მსგავსი რეგულაციების მიღება აუცილებელია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Kateqoriya: Cinayət, Maraqlı, Təhsil
Sonrakı yazı
საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ფიქსირდება
Öncəki yazı
დეპუტატებმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირეს