This is a specific ad

მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა იზრდება – „საქსტატი

47

Another advertisement

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2023 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 169 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.1 პროცენტით მეტი) 6 363.1 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18 პროცენტით მეტი). ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ნებართვების 73.5 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48.6 პროცენტი მოდის თბილისზე, 9.4 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.9 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე და 6.6 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე. „აღსანიშნავია, რომ 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2 153.4 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.3 პროცენტით მეტი) 2 235 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.3 პროცენტით მეტი). ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 32.4 პროცენტი მოდის თბილისზე, 13.4 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 12.0 პროცენტი – კახეთის რეგიონზე და 8.7 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე,“- აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
10 პროდუქტი, რომელიც ტვინის მუშაობას უწყობს ხელს
Öncəki yazı
Qəzzadakı Türkiyə xəstəxanası aviazərbələrlə vuruldu