საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ჩენგდუში FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრო.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.მათი ცნობით, Sport Park Stadium-ზე, სადაც საუნივერსიტეტო თამაშები იმართება, მაღალი დონის სტუმრებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა უმასპინძლა.
“მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშებში წელს 40 ქართველი სტუდენტი იღებს მონაწილეობას.
გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა სტუდენტებმაც, რომლებიც საუნივერსიტეტო თამაშებში იასპარეზებენ ძიუდოში, წყალბურთში, წყალში ხტომასა და ცურვაში. სპორტსმენები, საქართველოში არსებული აკრედიტირებული სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები არიან.გახსნის ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში