თბილისის განვითარების ფონდმა გუდიაშვილის ქუჩაზე აღდგენითი-სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში, სარდაფების გაწმენდის დროს ძველი ნაგებობები აღმოაჩინეს.ნაგებობების ზუსტად დათარიღება არქეოლოგებს ჯერჯერობით უჭირთ, თუმცა სპეციალისტები ზურაბ გიორგაძე და თამარ ნინიაშვილი აღნიშნავენ, რომ შესაძლოა, მე-13 საუკუნიდან გვიან შუა საუკუნეებამდე პერიოდის ნანგრევებსა და ნივთებს მიაგნეს. გათხრებისას სხვადასხვა ტიპის სამოსახლო დაწესებულება და სარდაფი აღმოაჩინეს. ასევე, სარდაფში ნაპოვნია რამდენიმე ქვევრი, ერთ-ერთში კი თიხის დოქები, ღვინის ამოსაღები აზარფეშა (სპილენძის ჭურჭელი) და პატარა კოჭები იყო მოთავსებული. არქეოლოგების ვარაუდით, აღნიშნული ნივთები ქვევრში გადამალეს და სავარაუდოდ, მტრისგან გადაარჩინეს. გუდიაშვილის ქუჩაზე არქეოლოგიური გათხრები დღემდე გრძელდება. აღმოჩენილია 4 საძირკველი და ერთი ხარო ანუ სამაცივრე სივრცე. გათხრების პროცესში ძალიან ღრმად, ორ მეტრამდე ჩავედით, თუმცა მერე უკვე წყალმა ზემოთ ამოიწია და სამუშაოების გაგრძელება ვეღარ მოვახერხეთ“, – აღნიშნა თამარ ნინიაშვილმა. არქეოლოგის თქმით, ყველაფერი, რაც გუდიაშვილის ქუჩაზე აღმოაჩინეს, აღირიცხა, დაკონსერვდა, მეთოდურად დაიფარა და აღნიშნულ ადგილზე ღია მუზეუმის მოწყობა იგეგმება, რაც დედაქალაქის ამ მონაკვეთს ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველს გახდის.ძეგლზე, რომელიც ჯერჯერობით მიკვლეული ხუთი ტერასისგან შედგება, დადასტურებულია 11 სხვადასხვა პერიოდის კულტურული ფენა – ქვის ხანიდან გვიან ანტიკური ეპოქის ჩათვლით, ქრისტიანობამდე. მკვლევარების ინფორმაციით, ამ პერიოდის ყველა არქეოლოგიურ მასალაში გამოვლენილია განსაკუთრებული არქეოლოგიური ნაშთები, რომლებიც ამ ძეგლს სრულიად განსხვავებულ სტატუსსა და სამეცნიერო მნიშვნელობას ანიჭებს. ამჟამად, მე-5 ტერასაზე მუშაობა მიმდინარეობს, ამავდროულად, ღია ცის ქვეშ ღია მუზეუმი მოეწყო.
-